x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ზეუდი არაია - "რობინზონის" ულამაზესი "პარასკევა". როგორ გამოიყურება მსახიობი 45 წლის შემდეგ

image


რობინზონის ისტორიის შესახებ ყველამ ალბათ ზეპირად იცის. ზოგიერთი მას ინგლისელი მწერლის დენიელ დეფოს რომანის პირველწყაროს საშუალებით გაეცნო, აი, ზოგი კი ამ საოცარ ისტორიას კინოს საშუალებით ეზიარა. "რობინზონ კრუზოს" შესახებ გადაღებულ უამრავ ფილმს შორის, იტალიური კომედია ნამდვილ გარღვევად იქცა. ფილმი ეკრანებზე 1976 წელს გამოვიდა, სადაც მთავარი როლი ცნობილმა იტალიელმა კომიკოსმა პაოლო ვილაჯომ შეასრულა. იუმორისა და პაროდიის გარდა, ამ ფილმის მთავარი ხიბლი სწორედ ის გახლდათ რომ მასში კაცი პარასკევა ქალით ჩანაცვლდა.

imageimage


პარასკევას როლი კი მსახიობმა ზეუდი არაიამ შეასრულა. გოგონა მართლაც რომ საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა, რასაც ის სავარაუდოდ, თავის ფესვებს უნდა უმადლოდეს. ზეუდი ეთიოპიაში დაიბადა და გაიზარდა, სადაც 1969 წელს სკოლის დამთავრებისთანავე სილამაზის კონკურსის "მის ეთიოპიის" გამარჯვებულიც გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ეთიოპიელი ლამაზმანისთვის კარიერაში აღმასვლა - გოგონა სამუშაოდ იტალიაში მიიწვიეს.


imageimage


1970 წლის დასაწყისში არაია რომში ჩადის, სადაც როგორც მოდელი რეკლამებში ისე მონაწილეობს, ამის შემდეგ მშვენიერი ზეუდი უკვე კინოშიც ხვდება, 1971 - 1974 წლებში ის რეჟისორ ლუიჯი სკატინის ეროტიკულ კინოკომედიებში მონაწილეობდა.


imageimage


მართალია ლამაზმანის ანგარიშზე არც თუ ისე ბევრი ფილმი ირიცხება, თუმცა რამდენიმე მათგანმა მას მსოფლიო აღიარება და პოპულარობა მაინც მოუტანა, საუბარია ისეთ ნამუშევრებზე როგორებიცაა, - "სინიორ რობინზონი", "გულები და ჯავშნები", "ნეაპოლიტანური დეტექტივი" და "პირველი დღე".


imageimage


მართალია, 70 წლის ზეუდის დღეს უკვე კინოში აღარ იღებენ, თუმცა ეს მშვენიერი ქალბატონი დღესდღეობით, ტელეპროდიუსერობით არის დაკავებული.


imageimageimage




















0
298
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
298