x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
გოგონა თავის შეყვარებულის დაკარულ შვილის ძებნაში მონაწილეობდა,ამ დროს კი მისი გვამი სასტუმროს ნომერში ჰყავდა გადამალული
image

გასულ ხუთშაბათს, დალტონ ოლსონმა ტეხასიდან პოლიციას შეატყობინა, რომ მისი შვილი, 5 წლის სამუელი უკვალოდ დაიკარგა, ამ შაბათ-კვირას აპირებდნენ, რომ ბავშვის მეექვსე დაბადების დღე აღენიშნათ.


პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო ძებნა, მაგრამ ხუთი დღის განმავლობაში სამართალდამცავებმა რაიმე ხელჩასაჭიდს ვერ მიაგნეს.


სამშაბათს, განადგურებულმა მამამ და მისი მეგობარმა გოგონამ, ტერეზა ბალბოამ, ტირილით საჯარო მიმართვა გააკეთეს დაკარგული ბავშვის შესახებ და მისი ძებნის ოპერაციაში ჩაერთნენ.


image

image

მალევე, უცნობი ადამიანი დაუკავშირდა პოლიციას და აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბალბოას ცელოფანში გახვეული ნაგვის მიტანაში დაეხმარა, რომელსაც საშინელი სუნი ჰქონდა, შემდეგ კი იგი ჯასპერში, გზისპირა სასტუმრო "Best Western" ში წაიყვანა, რომელიც მათი ქალაქიდან ორი საათის სავალზეა დაშორებული.როგორც ირკვევა, სწორედ ჯასპერი იყო გარდაცვლილი ბიჭუნას მშობლიური ქალაქი.


მეორე დღესვე პოლიციამ შეიჭრა მოტელში და იპოვა ბავშვის გვამი. ის იმავე ოთახში იყო გადამალული, სადაც ტერეზა ბალბოა ცხოვრობდა.


ტერეზა სახლში იყო, იგი მაშინვე დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. ჯერ მოხლოდ - მტკიცებულებების ფალსიფიკაცაში, რადგან პოლიცია დაელოდება ექსპერტიზის ოფიციალურ დასკვნას, რომელიც დაადასტრუებს, რომ ეს არის სამუელის ცხედარი. დნმ ტესტის შედეგები ჯერჯერობით მზად არ არის.

image

ამ საშინელ აღმოჩენამდეც, პოლიცია ეჭვობდა, რომ მამა და მისი საყვარელი ბოლომდე გულწრფელები არ იყვნენ. მათი ჩვენება იმდენად განსხვავებული იყო, რომ პოლიცია განიხილავს ვარიანტს, რომ ბიჭი გასულ ხუთშაბათს კი არ დაიკარგა, არამედ რამდენიმე კვირის წინ - იგი ბოლოს 30 აპრილს ნახეს. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის გარდაცვალების ზუსტი თარიღიც.

image

ტერეზა ბალბოას ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან. 2020 წლის ნოემბერში იგი დააპატიმრეს თავად დალტონზე, გარდაცვლილი ბიჭის მამაზე თავდასხმისთვის. 2019 წელს კი ტერეზას დედობის უფლება ჩამოართვეს..

0
467
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0