x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აირჩიე კრისტალი - სამყაროსგან შენთვის შეტყობინებაა
image

ცოტა ხანს უყურეთ ამ კრისტალებს და მერე აირჩიეთ ის, რომლისკენაც ყველაზე მეტად გაგიწევთ გული. თქვენი არჩევანი თქვენს შინაგან მდგომარეობაზე ძალიან ბევრს ამბობს. ნუ აირჩევთ საყვარელი ფერის ან საყვარელი ქვის მიხედვით. დაივიწყეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც ამ ქვების შესახებ ფლობთ და აირჩიეთ ის, რომელიც სწორედ ახლა მოგეწონებათ:


პასუხები:



  • 1. ოპალიტი

თქვენ თავისუფლებას ეძიებთ, სიმშვიდეს - ადგილს, სადაც შინაგანი ხმისთვის მოსმენას შესძლებთ. შესაძლოა უკანასკნელ ხანებში სტრესი განიცადეთ, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ თქვენი ცხოვრებისეული გზა და მარტო დარჩენა გჭირდებათ იმისთვის, რომ ყველაფერში კარგად გაერკვიოთ. ეს დაბინდული ქვა მიუთითებს იმაზე, რომ მოსაწყენი ყოველდღიურობის მორევში ჩაფლულს თქვენის ოცნებები დაგავიწყდათ და ეს ძალიან გაწუხებთ. არ არის სავალდებულო, რომ რამე ცუდი ხდებოდეს, ან არასწორად ცხოვრობდეთ, უბრალოდ გეჩვენებათ, რომ იმის მაგივრად თქვენ მართოთ თქვენი ცხოვრება, ყოველდღიური მდინარება თავის ჭკუაზე მიგაქანებთ. დროა, ყველაფერი დაალაგოთ. დარჩით ცოტა ხანს საკუთარ თავთან და აღმოაჩენთ, რომ მიზნებისა და ოცნებების გაცნობიერება ნიშნავს ამ მიზნებისა და ოცნებების ახდენისკენ პირველი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას. საკუთარ თავში ჩაღრმავებით ჩვენი სხეულის ვიბრაციები იცვლება. ყველაფერი გენიალური თქვენს სიღრმეში არსებობს და საკუთარ თავში ჩაღრმავებით ხდება ჩვენი შეხვედრაც ღვთაებრივთან. ეს ქვა დამხმარე სულებთან, იგივე მფარველ ანგელოზთან კავშირის სიმბოლოა, თქვენ მარტოდ დარჩენა გჭირდებათ და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება. “ისინი“ თქვენს კავშირზე გასვლას ელიან, რომ თქვენი გზაზე დაყენების შესაძლებლობა მიეცეთ.


  • 2. მწვანე მალაქიტი


თუკი ამ ქვამ მოგხიბლათ, სავარაუდოა, რომ თქვენ ცხოვრებაში დიდი გარდაქმნების ხანა იწყება, ან დაიწყო უკვე. ეს შეიძლება პრაქტიკული გარდაქმნები იყოს, ცხოვრების წესის, სამსახურის შეცვლა, ან კიდევ უფრო ღრმა, სულიერი გარდაქმნები. შესაძლოა სულიერი ევოლუციის შემდეგ საფეხურზე გადადიხართ, გონების ენერგეტიკული ბლოკადისა და სხეულის წარსული გამოცდილებისგან გათავისუფლების პროცესი იწყება. თქვენ ღია ხდებით სამყაროსთვის და საკუთარი თავის დაფასებას სწავლობთ. შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ ამ პროცესმა აგრიათ, საწყის ეტაპზე უფრო იმის გაცნობიერებას იწყებთ, თუ რა არ გინდათ, ვიდრე იმისას თუ რა გინდათ, მაგრამ არაუშავს. ჯერ ცვლილებების მოთხოვნილების გააზრება უნდა მოხდეს და მერე იწყება ალტერნატივის ძიების პროცესი. მალაქიტი ბარაქის ქვაა, კეთილდღეობის და როცა ძიებას იწყებთ, წარმატება და იღბალი გარანტირებულია. ეს შესაძლოა დესტრუქციული რომანტიული ურთიერთობის დასასრული და ახალი წმინდა სიყვარულის დასაწყისი იყოს. ამ ქვის არჩევით თქვენ სამყაროს ეუბნებით - მე მზად ვარ წარმატებისთვის, მზად ვარ გავთავისუფლდე ყოველივე ნეგატიურისგან და შევიყვარო ჩემი ცხოვრება!“


  • 3. მზის ქვა

თუკი ამ ქვისკენ გაგიწიათ გულმა თქვენში ოპტიმიზმი მძლავრობს უკანასკნელ ხანებში. სხეული მზის ენერგიით გევსებათ და შიშისა და სტრესისგან გათავისუფლებთ ნელ-ნელა. მზის ქვა იღბლის თილისმაა და მოვლენების უკეთესობისკენ შემოტრიალებას იზიდავს. წარმოიდგინეთ იღვიძებთ დილით და თქვენი პირველი ემოცია არის სიხარული. სიხარული იმით, რომ სუნთქავთ და რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარხართ. როცა ამით გახარებას მოახერხებთ, როცა სიხარულის ამ საბაზისო დონეს მიაღწევთ, უფრო და უფრო მეტი სიხარულის მოზიდვას შესძლებთ. თუკი ოდესმე სასწაულისთვის გილოციათ, სანუკვარი ოცნებები გაგიმხელიათ უმაღლესისთვის, ახლა სწორედ მათი ასრულების პერიოდი დგება. თენდება. მზე ამოდის და თქვენი დღე იწყება.



  • 4. ობსიდიანი

ეს ქვა რაღაცის დასრულების სიმბოლოა. თუ მას ირჩევთ, თქვენი ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ბედნიერი გახდეთ. თქვენ მიწაზე მყარად იწყებთ ფეხის დაბიჯებას. როგორც იქნა, იწყებთ გაცნობიერებას, რომ სხვებს თქვენზე მეტად სულაც არ უმართლებს და არავისზე ნაკლები იღბალი არ გაქვთ. ყველას აქვს პრობლემები, უბრალოდ თქვენ ამის შესახებ არ იცით. თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. ეჭვები, სიბრაზე, იმედგაცრუება, შეგრძნება იმისა რომ გიღალატეს, გაგწირეს, უარყოფითი ემოციები მთელ სისტემას წამლავს და საცოდაობის ჭაობში გითრევთ. არავის შეუძლია გვატკინოს საკუთარი თავის გარდა. საბედნიეროდ, ეს ენერგობლოკადა რღვევას იწყებს. თქვენ იპოვით ძალას, რომ გათავისუფლდეთ ნეგატიური აზროვნების ჯაჭვებისგან, ნეგატიური ადამიანებისგან, ჩვევებისგან, სიტუაციებისგან და მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე. მთავარია, გააცნობიეროთ რომ ხანგრძლივი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა იმით ტკბობა და იმის დაფასებაა, რაც გაქვთ, თორემ ყოველთვის იმის არ ქონით დაიტანჯებით, რაც არ გაქვთ. გაუშვით ნეგატივი, რომ პოზიტივის ადგილი გამოთავისუფლდეს თქვენს ცხოვრებაშიც.


  • 5. ჰოვლიტი

თუ ამ ქვამ მიგიზიდათ, შესაძლოა სხვა სამყაროებისგან მესიჯებს იღებდეთ სიზმრების, არსაიდან დაბადებული ფიქრების, ხილვების ან სამყაროსგან გამოგზავნილი სხვადასხვა ადამიანების, ან ნიშნების სახით. თქვენ წინ მიგიძღვიან, მიენდეთ ინტუიციას. მან ფიქრის გარეშეც ყველაფერი იცის, გზას გიმოკლებთ წარმატებისკენ. თუკი ამ ბოლო დროს უძილობა გაწუხებთ, ესე იგი შინაგანი ხმისთვის წაყრუების მცდელობა გაქვთ. საჭიროა გააცნობიეროთ, რომ ხანდახან დინებასთან ჭიდილს აზი არ აქვს და პირიქით, დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოთ. თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ არასოდეს ხართ მარტო ამ გზაზე. ჰოვლიტი სულიერი სამყაროს მესიჯია და ნიშნავს იმას რომ თქვენი მფარველი ანგელოზი ხელს გიწვდით. ისინი ითხოვენ მხოლოდ ერთ რამეს, ირწმუნო მათი, ხელი ჩაჰკიდო და გაჰყვე.


P.S. ჰოვლიტს ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც შვილის ყოლა სურს, ან ორსულად გახლავთ უკვე. იგი ჯანმრთელი და ძლიერი ბავშვის თილისამაა.


  • 6. დალმატინელი იასპი

დროა მეტი სიხალისე და იუმორი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ეს კრისტალი აირჩიეთ, შეგიძლიათ თქვენში არსებული პატარა უფლისწულის ძახილად ჩათვალოთ - “ვითამაშოთ, რა“. შესაძლოა, უკანასკნელ ხანებში ძალიან გიჭირდათ, რაღაცაზე ნერვიულობდით, რამე მძიმედ გადაიტანეთ და ცოტა ცინიკოსი გახდით. დალმატინელი იასპი გვახსენებს, რომ ჩვენ ფიზიკური სხეულები კი არ ვართ სულით, ჩვენ სულიერი არსებები ვართ ფიზიკური სხეულით. თქვენ გავიწყდებათ, რომ აქ მხოლოდ სულიერი გამოცდილების ასაღებად ვართ მოსული, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი გვაქვს ამ გამოცდილების ასაღებად და მერე ისევ ენერგიის ფორმას უნდა დავუბრუნდეთ. ეს წლები საჩუქარია და ამ საჩუქრით სიხარულის განცდა უნდა ისწავლოთ, თითოეული წუთით ტკბობა. ნებისმიერი, ყველაზე საშინელი სიტუაციის შემსუბუქება შეიძლება იუმორით, თქვენი თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანების ხათრით მაინც. იუმორის გრძნობა ოჯახთან, მეგობრებთან გვაახლოვებს. გვეხმარება სიძნელეებთან გამკლავებაში. თუკი სირთულეზე გაცინება შესძელით, ეს მასზე გამარჯვების პირველი ნაბიჯია. ასე სამყაროს უგზავნით მესიჯს - მე ამაზე განაწყენებას არ ვაპირებ და დღეს ჩემი დღეა!


P.S. დალმატინელი იასპი მოწევის საწინააღმდეგო კრისტალიცაა - ხშირად ისეთი ადამიანები ირჩევენ, ვისაც მოწევისთვის თავის დანებების აზრი არ ასვენებს. ეს სამყაროს ხმაა. უსმინეთ მას!


ასევე ნახეთ:


ტესტი - შეამოწმეთ, შემოგრჩათ თუ არა გრძნობები ყოფილი შეყვარებულის მიმართ


აირჩიე კრისტალი და გაიგე ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა


ტესტი ქალურობაზე - გაიგე რა არის შენი მომხიბვლელობის საიდუმლო


ფსიქოტეტსი - აირჩიე ლანდშაფტი და გაიგე რა არის შენი ყველაზე დიდი ნიჭი

ფსიქოლოგიური ტესტი - მოახერხებთ თუ არა თქვენი მიზნების ბოლომდე რეალიზებას

5-წუთიანი ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერთან გასაუბრების საშუალებას გაძლევთ


ტესტი მოულოდნელი პასუხებით - აირჩიე მზის ჩასვლა და გაიგე, რა არის თქვენთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24


ტესტის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
2715
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0