x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსული კოლონის ჯავშანმანქანა ააფეთქეს, არის მსხვერპლი

image ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში კოლონით მიმავალი რუსი სამხედროების და სამხედრო ინსტრუქტორების ჯგუფი მოჰყვა ჩასაფრებაში, თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა ჯავშანმანქანა.
3 სამხედრო ადგილზევე დაიღუპა სამი კი მძიმე ტრავმებით ადგილობრივ ჰოსპიტალშია მიყვანილი, მათი მფგომარეობა მძიმეა.
კოლონის შემადგენლობაში იყვნენ რუსი სამხედრო ინსტრუქტორები და სამხედრო კონსულტანტები, რომლებიც რუსეთიდან იქ გააგზავნეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნით.
რუსი სამხედრო ექსპერტების შეფასებით დიდი ალბათობით დაღუპულები და დაჭრილები რუსული კერძო სამხედრო კამპანია "ვაგნერის" წევრები არიან.
ექსპერტების შეფასებით თავდასხმა წინასწარ გულდასმით იყო დადგენილი, რადგან რუსული კოლონის გავლამდე იმ გზაზე გაიარა რამდენიმე კოლონამ, მაგრამ აფეთქებას ადგილი არ ჰქონია. აფეთქება მოხდა მხოლოდ მაშინ როცა იქ რუსულმა კოლონამ გაიარა. კოლონაში რამდენიმე ჯავშანმანქანა და სატვირთოები შედიოდა.
ააფეთქეს (დიდი ალბათობით დისტანციურად) კოლონის თავში მიმავალი ჯავშანმანქანა.
ოფიციალური ინფორმაციით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება 5 რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, სხვები კი ან სამოქალაქო პირები არიან ან კერძო სამხედრო კამპანია "ვაგნერის" წევრები.
თუმცა დაუჯერო რუსულ, თუნდაც ოფიციალურ წყაროებს იგივეა მშიერ ლომს შეუვარდე ცარიელი ხელებით ვოლიერში.

0
272
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272