x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი ადამიანები,რომლებიც ინკვიზიციის მსხვერპლი გახდნენ
image

1416 და 1431 წლის 30 მაისს ორი ცნობილი პიროვნება გახდა შუა საუკუნეების უსასტიკესი საეკლესიო სასამართლოს მსხვერპლი-ეს იყო იერონიმე პრაღელი -ჩეხი რეფორმატორი, მეცნიერი ორატორი და ჩეხეთის ეროვნული გმირი და ჟანა დარკი, საფრანგეთის სახალხო გმირი. მოდით გავიხსენოთ, კიდევ რომელიც ცნობილი ადამიანები დაწვეს კოცონზე, თუმცა მანამდე ინკვიზიციის წარმოშობის ისტორია გავიხსენოთ.



ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (381 წლის თევდოსის ედიქტი), წამოიჭრა იმპერიის მთლიანობის დაცვის პრობლემა რელიგიის ერთიანობის გზითაც. ეკლესიის ზოგიერთმა მამამ, მათ შორის წმიდა ავგუსტინემაც, გაამართლეს არამართლმორწმუნე თუ ერეტიკულ სწავლებებთან ბრძოლის მიზნით იძულების გამოყენება. IV-V საუკუნეებიდან სახელმწიფო ერეტიკოსებს(ერეტიკოსი-

მონათლული ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ქრისტიანის სახელის შენარჩუნებისა, უარყოფს ან ჯიუტად ეჭვქვეშ აყენებს ღვთაებრივი და კათოლიკური სარწმუნოების რომელიმე ჭეშმარიტებას.)


image

სჯიდა გადასახლებით, ქონების კონფისკაციითა და დაპატიმრებითაც კი. თვით ინკვიზიცია კი მოგვიანებით დამკვიდრდა. 1184 წელს ლუციუს III-მ დაამკვიდრა საჯარო ბრალდებასთან შედარებით უფრო სწრაფი პროცედურა და დაავალდებულა ეპისკოპოსები, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პირადად ან რწმუნებულთა მეშვეობით მოენახულებინათ ერესით შებღალული საკრებულოები და ფიცის ქვეშ მოესმინათ სანდო პირთა ჩვენებანი. თავდაპირველად უშუალოდ ეპისკოპოსის მოვალეობას წარმოადგენდა ბრალდებულთა მოძიება (inquisitio), მათი ეკლესიასთან შემორიგება ან, თუკი ერეტიკულ იდეებზე უარს არ იტყოდნენ, დასჯა.

image

ალბიგოელთა წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიის შემდეგ ტულუზის გრაფმა რაიმუნდ VII-მ, მეფე ლუი I-მა და პაპის ლეგატმა ხელი მოაწერეს პარიზის ტრაქტატს (1229), რომელიც ინკვიზიციათან დაკავშირებით სახელმწიფოს დახმარებას აღუთქვამდა ეკლესიას. იგივე პოზიციას იზიარებდა აგრეთვე ფრიდრიხ II. ამგვარად მოხდა, რომ 1231 წლის შემდეგ გრიგოლ IX-მ ევროპაში ჩამოაყალიბა ინკვიზიციის სასამართლოთა ქსელი, რომელთაც მუდმივი ინკვიზიტორები ხელმძღვანელობდნენ, უმთავრესად ეს იყვნენ ერესის ნებისმიერ დანაშაულებასთან დაკავშირებით სრული იურისდიქციის მქონე ფრანცისკელი და დომინიკელი მოწესეები. ინკვიზიციის დროს გამოყენებული პროცედურები ნიკოლა ეიმერიკისა და ბერნარდო გის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოთა მეშვეობით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ინკვიზიციის სასამართლოს წინაშე ადამიანის გამოსაძახებლად ან დასაპატიმრებლად საკმარისი იყო საჩივარი, ეჭვი ან უბრალოდ „საზოგადო ხმა“. დაკითხვა მიმდინარეობდა ორი მოწმისა და ნოტარიუსის თანდასწრებით, ბრალდებულს ეძლეოდა შესაძლებლობა, ბრალდებაზე პასუხი გაეცა. აუცილებელი იყო მოწმეების სახელების ცოდნა, რადგანაც მათი გასაიდუმლოება ხელს უწყობდა ცილისწამებას.

image

განსხვავებული იყო ერეტიკოსობაში ბრალდებულის მდგომარეობა. ეჭვმიტანილს წინასწარ დამნაშავედ აცხადებდნენ. ინკვიზიტორი დამნაშავეს აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული და მოეთხოვა ეკლესიის წიაღში დაბრუნება.


საინკვიზიციო სასამართლოსგან თავის დახსნა ძნელი საქმე იყო. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე თეორიულად შესაძლებელი იყო რომის პაპთან ჩივილი. თუმცა, ინკვიზოტორზე იყო დამოკიდებული, მიიღებდა თუ არა პაპისათვის გასაგზავნ წერილს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ოქროსმოყვარული პაპი ჩაერია საქმეში. 1245 წლის ლანგედოკის ეპისკოპოსების წერილიდან ირკვევა, რომ ისინი ჩივიან პაპ ინოკენტი IV–სთან რომ ბევრმა ერეტიკოსმა სასამართლოსგან თავის დაღწევა მოახერხა. თუმცა, ასეთი შემთხვევა იშვიათი ხდებოდა. კარკასონის ინკვიზიციის რეესტრში, 1249–1258 წლებში ორასზე მეტი საქმიდან ბრალდებული არც ერთ შემთხვევაში გასამართლებული არაა.


ინკვიზიტორთა შორის განსაკუთრებით დომინიკელებმა გამოიჩინეს თავი, რომელთაც დაკითხვათა დახვეწილი სისატიკის გამო „ღმრთის ძაღლთა“ (Domini canes) ორაზროვანი მეტსახელი დაიმსახურეს. საბედნიეროდ, ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ XIV-XV საუკუნეებში გერმანიასა და საფრანგეთში სამოძღვრო საკითხთა მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად შესუსტდა კუდიანებზე ნადირობის გააქტიურების გამო. ინკვიზიციამ საეჭვო სახელი მოიხვეჭა ესპანეთში, სადაც ეჭვმიტანილთა შორის ძირითადად ებრაელები და ქრისტიანობაზე მოქცეული არაბები აღმოჩნდნენ (სავალდებულო მოქცევები 1391 წლიდან). კასტილიაში მოღვაწე (1481) პირველი ესპანელი „დიდი ინკვიზიტორის“ – დომინიკელი თომა დი ტორკვემადას (1420-1498) დროიდან მოყოლებული ინკვიზიციამ მოაწყო 9.000 აუტოდაფე (ლათ. actus fidei, ინკვიზიციის სასამართლოს რწმენის ოფიციალური აღსარება და განაჩენის გამოცხადება, რომელსაც მოჰყვებოდა მისი აღსრულება).


image

ინკვიზიციისგან თავის დაღწევა იმდენად რთული საქმე იყო, რომ ფრანცისკანელი ბერის ბერნარ დელისიეს სიტყებით, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე ერეტიკოსობაში დადანაშაულების და საქმის აღძვრის შემთხვევაში ვერანაირად გაიმართლებდნენ თავს.


ცალკეულ ხალხებში ინკვიზიციამ მცირე ხანს იარსება, თუმცა უმეტეს ქვეყანებში კარგა ხანს გაგრძელდა

XVII საუკუნიდან ევროპის ბევრ ქვეყანაში ინკვიზიციის შემთხვევებმა 2-ჯერ 3-ჯერ იკლო, ხოლო საბოლოოდ აიკრძალა ძირითადად XVIII-საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის პირველ ნახევრში, ერთ-ერთი პირველი იყო საფრანგეთი(1722) და ერთ-ერთი უკანასკნელი ტოსკანა(1852), აღსანიშნავია, რომ რომში 1809 წელს გააუქმეს ინკვიზიცია და ხელმეორედ ისევ შემოიღეს 1814 წელს პიემ VII-ს დროს და იარსება 1908 წლამდე.



იან ჰუსი და მისი მოწაფე და მეგობარი იერონიმე პრაღელი - ჩეხი ხალხის ეროვნული გმირები, რეფორმატორები და მეცნიერებ-ორატორები-მათმა მოწამეობრივმა სიკვდილმა დააჩქარა რევოლუციური მოძრაობა და ჰუსიტური ომები 1419-1434 წლებში.იან ჰუსი 1415 წლის 6 ივლისს დაწვეს კოცონზე, ხოლო იერონიმე პრაღელი ოდნავ მოგვიანებით-1416 წლის 30 მაისს



ჟანა დარკი-საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას.მისმა უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი, ფაქტობრივად, ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟანას დასახსნელად, ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს.



ჯორდანო ბრუნო-იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი, რომელმაც მთლიანად შეცვლა წარმოდგენა სამყაროზე, 1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.




გალილეო გალილეი-მართალია განაჩენი არ აღსრულდა, თუმცა ეკლესიამ მაინც მიუსაჯა სამუდამო შინა პატიმრობა, რა დროსაც იტალიელ ასტრონომს, ფიზიკოსს და ფილოსოფოსს სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა ინკვიზიციის შიში, მან განავითარა კოპერნიკის მოძღვრებანი, რა დროსაც დაიჭირეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს, მან კარგად იცოდა, რომ ჯორდნაო ბრუნოს ბედი ელოდა, ამიტომ ბოლო მომენტში გადათქვა საკუთარი მსოფლმხედველობა და აღაირა, რომ "ცდებოდა".




დანტე ალეგიერი-იტალიელი "უზენაესი პოეტი", მოაზროვნე, თეოლოგი, ლიტერატურული იტალიური ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პოლიტიკოსი და " ღვთაებრივი კომედიის" ავტორი მიუხედავად იმისა, რომ დანტე კათოლიკე იყო და პატივს სცემდა რელიგიას, ის მაინც გახდა ინკვიზიციის მსხვერპლი, განსაკუთრებით მისი პოემის "ღვთაებრივი კომედია" გამო. ფიზიკურად მისი ინკვიზიცია არ მომხდარა, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ცენზურამ იკრძალა დღეისთვის უკვე ცნობილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.

0
429
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
429
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0