x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ლამაზ გოგონებად" გადაცმულმა ბიჭებმა 2 მილიონი ევრო გამოძალეს ბიჭებს
image

რა თქმა უნდა ძნელია დაადანაშაულო ბიჭები იმაში, რომ მათ ისევ და ისევ სურთ ურთიერთობა ააწყონ მომხიბლავ გოგოსთან. თუმცა, ერთი შეხედვით ასეთი სტანდარტული ქმედებაც კი შეიძლება თაღლითებისთვის შესანიშანავი სქემა გახდეს.


ახალგაზრდა ყმაწვილები ინტერნეტში პოულობენ ლამაზმანებს, რომლებთანაც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ მათთან და აძლიერებდნენ ინტერესს საკუთარი თავის მიმართ, შემდეგ კი სთავაზობდნენ ორმხრივი ვოდეოტრანსლაციის მოწყობას და გართობას, წერს The Sun.


ამგვარი გასართობების დროს გოგონები იღებდნენ ეკრანულ კადრებს, რომლებითაც შემდეგაც წარმატებით აშანტაჟებდნენ გულუბრყვილო ბიჭებს. გარდა ამისა, სტრიმი სპეციალური პროგრამით გავლით გადაიცემოდა, რომელიც გვერდის გატეხვას ემსახურებოდა და ყველა კონტაქტზე წვდომა ჰქონდა, რაც თაღლითებს კიდევ უფრო უხსნიდა ხელ-ფეხს, რომ გამოძალვა უფრო ეფექტური ყოფილიყო. მაგრამ ბიჭები კიდევ უფრო განაწყენდნენ, როდესაც გაირკვა, რომ ეკრანის მეორე მხარეს მზეთუნახავი კი არა ჩვეულებრივი თაღლითები იყვნენ, თანაც გოგოდ გადაცმული ბიჭები.


image

თაღლითები ხელოვნურ მკერდსა და ხელოვნურ ტყავს იყენებდნენ, რათა გოგონებად გაესაღებინათ თავი და ნდობა მოეპოვებინათ.


ეს სქემა დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინეთში, მაგრამ პანდემიის და თვით იზოლაციის დროს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდა. 2020 წლის პირველ ნახევარში პოლიციამ მიიღო 9, 000 განცხადება ამ თემაზე. სამართალდამცველებმა შეძლეს 10 განსხვავებული შანტაჟის ჯგუფის იდენტიფიცირება და 86 დამნაშავე დააკავეს.

თანხა ორი ათასს მსხვერპლს დაუბრუნდა (2 მილიონი ევროს ექვივალენტი).

image

სიტუაცია იმდენად აღარ ექვემდებარებოდა კონტროლს, რომ პოლიცია იძულებული გახდა გადაეღო ვიდეო და Weibo-ზე გამოექვეყნებინა სადაც მომხმარებლებს აფრთხილებს პოპულარული თაღლითების შესახებ. მასზე ლამაზი გოგონა საცვლების ამარა თანდათან იშორებს ხელოვნურ კანს, რომლის ქვეშაც ჩვეულებრივი ბიჭი იმალება. ეს ვიდეო სწრაფად გახდა ვირუსული სოციალურ ქსელში.



"ბიჭები თქვენ გგონიათ იცით რა ხდება აქ? არ გახადოთ სტრიმის დროს, ეს ხაფანგია"-აფრთხილებს ვიდეო.




აღსანიშნავია, რომ იგივე ხდება იაპონიაშიც, ამას წინათ გამოაშკარაავდა პოპულარული იაპონელი ბლოგერი-ბაიკერი, რომელიც გოგონად ასაღებდა თავს, თუმცა სინამდვილეში 50 წლის მამაკაცი იყო(იხილე სტატია)


image

ასევე იხილეთ


ირანში სასტიკად მოკლეს თავის დროზე ლონდონში მოღვაწე კინორეჟისორი ბაბაქ ხორამდინი. პოლიციამ მკვლელობაში მისი მშობლები დაადანაშაულა. ამის შესახებ Daily Mail- ი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირა დღეს ნაგვის პარკებსა და ჩემოდანში 47 წლის მამაკაცის დანაწევრებული სხეული იპოვეს თეირანის დასავლეთით, ქალაქ ეკბატანში....


ბევერლი ჰილზის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დააკავა 30 წლის როკიმ პროუელი, რომელმაც ჩაიდინა მთელი რიგი ქურდობები ლოს- ანჯელესის მდიდრულ რაიონში. მამაკაცმა გამოიყენა რეალისტური სილიკონის ნიღაბი და პარიკი, რომელსაც წაბლისფერი ჰქონდა, რის გამოც ის თეთრკანიან ბიჭად გამოიყურებოდა. და ამ ხრიკმა საკმაოდ დიდხანს იმუშავა....


Amnesty International-ის მონაცემებით, მთელს მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მსოფლიოს18 ქვეყანა არ შეუჩერებია სიკვდილით დასჯა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში წინა წლებთან შედარებით გაიზარდა სიკვდილით დასჯის რაოდენობა, რაც, უფლებადამცველთა აზრით, ასახავს ადამიანის სიცოცხლის შემაშფოთებელ უგულებელყო...


"ცისარტყელას" აქტივისტები მოწყენილები არიან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან ამოეღოთ წინადადება, რომ "ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა არ არის ნორმა". მაგრამ სასამართლო დაუნდობელი აღმოჩნდა "საწყალი და დაჩაგრული" უმცირესობების მიმართ. პროვინცია ძიანსუს სასამართლომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის სა...

0
343
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0