x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
8 საინტერესო ფაქტი სხვადასხვა თემაზე, რაც ნამდვილად არ გეცოდინებათ

საინტერესო ფაქტები ყველაფერზე, რომლებიც დაგაინტერესებთ:


1. აღმოჩნდა, რომ როდესაც რაიმე გვექავება, ფაქტობრივად, მუშავდება მწერებისგან თავდაცვის ბუნებრივი მექანიზმი, როგორიცაა ობობები და კოღოები. სწორედ ეს იქცევს ჩვენს ყურადღებას იმ ადგილისკენ, სადაც უსიამოვნო გრძნობა გვიჩნდება.

image


2. როდესაც 2014 წლის 12 თებერვალს ეთიოპიის ავიახაზების რეისი 701 ადის აბაბადან რომისკენ მიმავალი გატაცებული იქნა და გადაკვეთა შვეიცარიის საჰაერო სივრცის საზღვარი, ამ ქვეყნის საჰაერო ძალებმა რეაგირება არ მოახდინეს მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მოხდა "არა სამუშაო საათებში".

image


3. მექსიკელმა გლეხმა ქალმა, სახელად ინეს რამირესმა, საკეისრო კვეთა საკუთარი ხელით გაიკეთა რამდენიმესაათიანი რთული მშობიარობის დროს. ქალმა დალია 2 ჭიქა ძლიერი ალკოჰოლი და სამზარეულოს დანით "ქირურგიული" ჭრილობა გაიკეთა. საოცარი კი ისაა, რომ დედაც და შვილიც გადარჩნენ.

image


4. ცნობილი მწერალი სტივენ კინგი იმდენად ბევრ კოკაინს მოიხმარდა, რუმ იძულებული იყო ნესტოებში ბამბა გაეკეთებინა სისხლით საბეჭდი მანქანა რომ არ დაესვარა.

image


5. 1962 წელს ორმა ამერიკელმა მეცნიერმა დაადგინა, რომ ჰუასკარანი, პერუს ყველაზე მაღალი მთა, დაშლის საფრთხის წინაშე იყო. როდესაც ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, მთავრობა დაემუქრა მეცნიერებს და კატეგორიულად აუკრძალა საზოგადოებას ამ თემის განხილვა. 1970 წელს, ძლიერი მიწისძვრის დროს, მთა ჩამოინგრა ქალაქ იუნგაიზე, სადაც 20 ათასი ადამიანი დაიღუპა ნანგრევების ქვეშ.

image


6. ზოგიერთი მოხსენების თანახმად, 17 – დან 24 წლამდე ამერიკის მოქალაქეთა დაახლოებით ერთი პროცენტი უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის, პირველ რიგში იმის გამო, რომ ჭარბი წონა აქვთ. სხვა საკვანძო მიზეზებში შედის ძალიან დაბალი განათლების დონე, სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულები ან ნარკომანია.

image


7. შვიდი წლის ავსტრალიელმა ბიჭმა, სახელად ტაილერ მუნმა, კილომეტრზე მეტი გაიარა ტყეში მამის სიცოცხლის გადასარჩენად მას შემდეგ, რაც მათი ჯიპი გადაბრუნდა. ტაილერი ვინმეს მოსაყვანად წავიდა დასახმარებლად მიუხედავადიმისა რომ თვითონაც მძიმე დაზიანება ჰქონდა. მას 7 ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, ასევე დაუზიანდა ფილტვებიც. საბედნიეროდ მან შეძლო დახმარების პოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაკარგა გონება.

image


8. გსმენიათ ოდესმე ნებრასკის მასწავლებლის მინი ფრიმენის ისტორია, რომელმაც ყველა მისი მოსწავლე გადაარჩინა საშინელი ქარბუქის დროს? ეს სტიქია მოხდა 1888 წელს. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ სკოლის სახურავი და კარი გაანადგურა. მასწავლებელმა ბავშვები თოკით გადააბა ერთმანეთზე, რომ არავინ დაეკარგა და ასე, სიბნელეში, ერთნახევარი კილომეტრი გაიარეს უახლოეს ფერმამდე სადაც თავშესაფარი და დახმარება მიიღეს.

image









0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0