x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ტატუს" ყოფილმა სოლისტმა ყოფილი საყვარლის, გია გალსკის ბინიდან გამოსახლება ჩეჩნების დახმარებით გადაწყვიტა
imageკანონიერი ქურდი გია გალსკი (გიორგი ზარანდია) პოლიციამ თურქეთის კურორტ ანტალიაში, საკუთარ ბინაში დააკავა. ამის შესახებ იტყობინება "პრაიმ კრაიმი".


გამოცეემის ცნობით, მისი ყოფილი საყვარელი იულია ვოლკოვა, დუეტი "ტატუს" ყოფილი წევრი, დაქირავებული ჩეჩნების დახმარებით ცდილობდა ერთობლივი ბინიდან მის განდევნას. გია გალსკიზე ზეწოლა ხდებოდა ტელეფონით, რამდენიმე საუბრის შემდეგ მან დაბლოკა ნომერი ზარების შესაჩერებლად.


ჩეჩნებთან დაპირისპირება დაემთხვა გია გალსკის კონფლიქტს ზუგდიდელ კანონიერ ქურდებთან ჯანგველაძის კლანიდან. ზარანდია ცდილობდა კონტროლი აეღო საზღვაო პორტის მშენებლობაზე ზუგდიდისა და გალის რაიონებში საქართველო/აფხაზეთის მხარეებში.


გია გალსკიმ ბინაში ბარიკადები მოაწყო რათა თავს დაეცვა ყოფილი საყვარლისგან და მის მოგზავნილი მტრებისგან, რისთვისაც მან თავის დროზე გააკეთა რინოპლასტიკა და მარცხენა მხარზე დაიხატა ტატუ იულიას პორტრეტით, თუმცა გიორგი ზარანდია ჩეჩნების ნაცვლად თურქეთის პოლიციამ წაიყვანა. იგი დეპორტირების ცენტრში მოათავსეს და მალე მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდება.


image

გია გალსკი, წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მან კანონიერი ქურდის სტატუსი მ 2011 წლის ზაფხულში მიიღო .


2014 წელს პოპულარულმა მომღერალმა „კანონიერ ქურდს“გიორგი ზარანდია დახმარებისთვის მიმართა, რომელიც შემდეგ რომანში გადაიზარდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ზარანდია და ვოლკოვა ოფიციალურად დაქორწინდნენ კიდეც, მაგრამ ეს სიმართლე არ გამოდგა.მოგვიანებით ვოლკოვამ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, თუ როგორ სცემა სახალხოდ, ბავშვების თანდასწრებით და ყბების ძვლებიც მოტეხა.


ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ ვოკოვა ზარანდიას საბოლოოდ დაშორდა.

image

0
221
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0