x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ოვერთაუნის „ოთხფეხების მკვლელი" ხიდი შოტლანდიაში
image


შოტლანდიის ძველ მამულში ოვერთაუნში, რომელიც მდებარეობს ქალაქ გლაზგოდან ჩრდილო – დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში, მდებარეობს პატარა მდინარეზე ქვის თაღოვანი ხიდი, რომელიც აშენდა XIX საუკუნის ბოლოს.


მომდევნო საუკუნის შუა ხანებამდე ხიდი იყო ჩვეულებრივი და ამაში არაფერი უცნაური არ იყო. მაგრამ, XX საუკუნის 50-იან წლებში აქ დაიწყო სრულიად გაურკვეველი მოვლენები - ძაღლებმა რეგულარულად დაიწყეს მისი ერთი კიდიდან გადახტომა, რომელთა უმეტესობა დაიღუპა, რადგან ხიდის სიმაღლე 15 მეტრია. გასაკვირია, რომ გადარჩენილი რამდენიმე ძაღლი, მიუხედავად ტკივილისა და ჭრილობისა, კვლავ იმ კიდეზე დაბრუნდა და გაიმეორა თვითმკვლელობის მცდელობა, თითქოს ისინი რაღაც უცნობმა ძალამ აიძულა ...


თვეში ერთხელ, სხვადასხვა ძაღლებმა გაიმეორეს თავიანთი უბედური წინამორბედების ბედი. რასაკვირველია, მისტიკური ლეგენდის გამოჩენამ არ დააყოვნა. ასობით ძაღლის სიკვდილის შემდეგ, ხიდს ეწოდა "ოთხფეხთა მკვლელი".




ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ ორი მოჩვენება ძაღლებს სიკვდილისკენ უბიძგებს - ბავშვის სული, რომელიც ამ ხიდიდან საკუთარმა მამამ გადააგდო და თვითონვეც უკან მიჰყვა.



ამასთან, მეცნიერებმა წამოაყენეს საკუთარი ვერსია უცნაური ფენომენის წარმოშობის შესახებ. ფაქტია, რომ ხიდის ქვეშ მღრღნელები ცხოვრობენ და ძაღლები, მათი სუნით, მხოლოდ ნადირობის ინსტიქტს მისდევენ. ეს პოზიცია აბსურდია, რადგან ოთხფეხა მეგობრებს აქვთ შესანიშნავი ინტელექტი და ამ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ზემოხსენებული თეორია ასევე ვერ ხსნის განმეორებით ნახტომებს, რაც ეწინააღმდეგება თვითგადარჩენის ინსტიქტს.


ამიტომ, მათ, ვისაც სჯერა ანომალიური მოვლენების, ვარაუდობენ, რომ ხიდი შეიძლება ერთგვარი გადასვლა იყოს სხვა სამყაროში. სხვები ამბობენ, რომ ხიდის ქვეშ მდებარე პატარა მდინარეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და მასში წყალი ძაღლის სისხლით "იკვებება".


image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ!
2 - თუ თირკმელებში დაგროვილი ქვები გტანჯავთ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება
3 - ამ ხორცზე უარესს ვერსად ვერ ნახავთ! აუცილებლად ამოიღეთ ის თქვენი კვების რაციონიდან
4 - ამიერიდან მომსახურების გაწევის შეთავაზებისას და რეკლამირებისას ფასი ლარებში იქნება გამოხატული
5 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია
6 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!
7 - რამდენად ჭკვიანი ხართ და შეძლებთ თუ არა ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით კვადრატის მიღებას
8 - შვილის საფლავზე მისულ დედას იქ უცნობი ქალი დახვდა. ეს ამბავი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე!
9 - ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლის შესახებაც ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ!
10 - გაფრთხილება ქალებს! ეს გოგონა სიკვდილს გადაურჩა, ყველაფერი კი თმის საღებავის ბრალი იყო

1
124
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
124
  
2021, 15 მაისი, 21:19
ანუ პავლოვის პირობითი ინსტიქტი ამ ძაღლებთან არ მოქმედებს
0 1 1