x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ამაღელვებელი ფოტოები, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ გამოიყურება ძუძუთი კვება მთელ მსოფლიოში
ფოტოგრაფმა Tina Boyadjieva მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაიღო ფოტოები, რომლებიც აღბეჭდავს ქალებს ბავშვები ძუძუთი კვების მომენტში.

პროექტი მიეძღვნა მსოფლიო კამპანიას ძუძუთი კვების ცნობადობის ამაღლებას, რომელიც ტარდება ყოველი წლის აგვისტოში.






1. ბრაზილია

image

ახალბედა დედა გლენდა





2. კენია

image

კულეელიდან ლოულეი ქმრის მეორე ცოლია. მისი თქმით, მას მშვენიერი ურთიერთობა აქვს ქმრის სხვა მეუღლესთან და მათი შვილები ერთ ასაკში არიან.






3. სან-ფრანცისკო


image

სან-ფრანცისკოში მცხოვრები სამი შვილის დედა ნჰუნგი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება გაუადვილდა თითოეულ შვილთან ერთად მის შეჩვევას დრო სჭირდებოდა.






4. სამხრეთ აფრიკა

image

ეუნისი, ახალგაზრდა დედაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქალიშვილი უსაფრთხოდ გაიზარდოს სამეზობლოში. მისი თქმით, დანაშაულისა და დაავადებების მაღალი დონეა.






5. მექსიკა

image







6. გვატემალა

image

სილვია. მას აცვია ტრადიციული ბლუზა, რომელიც ნაჭრით არის გაკეთებული, რათა დედებს ძუძუთი კვება გაუადვილონ.







7. ჩინეთი

image

ჩინეთში ძუძუთი კვება, განსაკუთრებით საზოგადოებაში, საერთოდ არ მიიღება. თუმცა ტანქსიანი აღმოჩნდა ის დედა, რომელმაც გამოთქვა ამ კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.







8. არგენტინა

image

სილვინა უმცროს ქალიშვილთან ერთად პოზირებდა კამპანიისთვის. თუმცა მის ქმარს ეს არ მოეწონა და წინააღმდეგი იყო, რადგან ახლობლები და მისი სანაცნობო წრე ნახავდა. თუმცა სილვინამ მაინც დათანხმდა კვირეულში მონაწილეობას და ფოტოს გადაღებას რისთვისაც აირჩია ყველაზე "მაჩოტური" გარემო, ფოტოსესიის დროს კი მას სხვა ქალებიც მიუახლოვდნენ კამპანიის მხარდასაჭერად.







9. საფრანგეთი

image

სელინი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ეიფელის კოშკის წინ ძუძუთი კვებავს თავის 4 თვის ახალშობილს. დაბადებიდან სელინის შვილს ორი ღია ოპერაცია ჩაუტარდა გულზე, მაგრამ ის მაინც ახერხებს მთელი დღე გაღიმებას.






10. თურქეთი

image

გულსაჰი მშობლებთან ერთად ცხოვრობს თურქეთის სოფელში, ბულგარეთის საზღვართან. ბულგარული ფოლკლორის მნიშვნელოვანი ნაწილი ასოცირდება ქერის მინდვრებში მომუშავე დედებთან.

ზღაპარში ნათქვამია, რომ ქალები ჩვილებს ახლომდებარე ხის ტოტების ქვეშ ტოვებდნენ და ქერის მოჭრისას მღეროდნენ, რომ შვილებს მათი ხმა გაეგონათ.





11. უგანდა

image

სილვია. აქ არ სჭირდებათ ძუძუთი კვების აღნიშვნის კვირეული, რადგან ეს ითვლება სრულიად ბუნებრივად და იდეალური გზაა მათი შვილების აღსაზრდელად.







12. პერუ

image

მერილუზი, მერილუზის დეიდა და ბავშვი. ისინი აღფრთოვანებული დარჩნენ კამპანიის შესახებ და მიიღეს მონაწილეობა. ქალების თქმით, რეგიონში ძუძუთი კვება გავრცელებულია და განიხილება, როგორც ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი.






13. შრი-ლანკა

image

W.H.N შვილთან ერთად ცხოვრობს შრი-ლანკის ტრადიციულ სახლში. მისი მეუღლე სამხედრო მოსამსახურეა და ერთდროულად 3-დან 4 თვემდე ატარებს სახლიდან შორს, მაგრამ ის აპირებს დაბრუნდეს მათი 1 წლის შვილის დაბადების დღეზე.





14. დიდი ბრიტანეთი

image

დიდი ბრიტანეთი მცხოვრები სოფო ამაყობდა იმით, რომ მისი შვილი მონაწილეობდა ძუძუთი კვების კამპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ის არასასიამოვნოდ გრძნობდა თავს საჯაროდ ძუძთი კვების დროს, ამიტომ როცა ბავშვს აჭმევს გარეთ მას მკერდი დაფარული აქვს.






15. ესპანეთი

image
დედების ჯგუფი ესპანეთში, რომლებიც ყველა ძუძუთი კვების დამცველები აღმოჩნდნენ.

თითოეული მათგანი აღფრთოვანებული იყო კამპანიაში მონაწილეობით, ერთმანეთს მხარს უჭერდნენ და დემონსტრირებას უკეთებდნენ ძუძუთი კვებას.












0
645
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0