x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გაიგეთ რისგან მზადდება ეს 6 პოპულარული პროდუქტი
image


Coca-Cola ყიდის 1, 9 მილიარდზე მეტ ერთეულს ყოველდღიურად 200 სხვადასხვა ქვეყანაში. და მაინც, წარმოებამდე, ვერც კი წარმოიდგენთ რომ ის სასმელია.


ამ ყველაზე ცნობილი პროდუქტების ინგრედიენტები ერთი შეხედვით დაუჯერებელი ჩანს. მაგალითად ფრჩხილის ლაქი დამუშავებამდე მხოლოდ ბამბის მსგავსი ნივთიერების ნაჭერია.






1. Coca-Colaimage


კოკა-კოლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში და ეს, ალბათ, მისი საფირმო გემოთია განპირობებული. ორიგინალური რეცეპტი, რომელიც მას ხელმოწერის გემოს აძლევს, მხოლოდ 2 ადამიანისთვისაა ცნობილი, რომელთაც ერთად მოგზაურობის უფლება არ აქვთ, ხოლო რეცეპტი უსაფრთხო სარდაფში ინახება.



image

image

ამ ცხრაკლიტურში ინახება კოკა-კოლას რეცეპტი




ცნობილია, რომ ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი რომელსაც კოკა-კოლაში ხმარობენ, რა რომელიც მას აძლევს ასეთ განუმეორებელ გემოს - კოლას კაკალია. სწორედ ამ თხილისგან მიენიჭა სახელიც. ეს კაკალი დასავლეთ აფრიკაში მოიპოვება. მისი კულტივირება ბევრ ცივილიზაციაში ხდებოდა. ევროპაში იგი შემოვიდა დაახლოებით 1500 წელს და XIX საუკუნისთვის ბევრმა პროდუქტმა დაიწყო მისი გამოყენება.

image
ბოთლი მოდელირებულია კაკაოს მარცვლის აგებულების მიხედვით, კოლას კაკალი ადრე კაკაოსებრთა ოჯახს მიეკუთვნებოდა







2. ჩოთქები

image


მსოფლიოში წუთში 1 მილიონ პლასტმასის ბოთლს ყიდულობენ და ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვია, რადგან პლანეტისთვის ეს ძალიან ცუდია. ამიტომ მნიშვნელოვანია, პლასტმასი სასარგებლოდ გამოყენება.


არსებობს სხვადასხვა სახის ცოცხები და ჩოთქები, მაგრამ თუ თქვენ ასეთ პლასტმასის ჩოთქს, ან ცოცხს ირჩევთ გახსოვდეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბოთლებისგან წარმოებული, რაც არა მხოლოდ კრეატიულია, არამედ მნიშვნელოვანი გარემოზე ზრუნვისთვის.




3. კარტოფილის ჩიფსები

image


კარტოფილის ჩიფსი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჭმელია. ყველაზე კარგი ის არის, რომ მათ სხვადასხვა გემო აქვთ.

ჩიფსები შეიძლება კარტოფილის ნაჭრები გეგონოთ, რის გამოც ალბათ ბევრჯერ გიცდიათ სახლში ჩიფსივით თხლად დაგეთალათ, ეს ასე არ არის.

კარტოფილის ჩიფსების დასამზადებლად, კომპანიების უმეტესობა მათ ამზადებს წყლის, კარტოფილის ფანტელების და სიმინდის სახამებლის ნაზავით.

ამის შემდეგ, ნაზავი შეზელილია ცომში, რომელიც იჭრება თხლად ჩიპსების ფორმაზე. ბოლოს კი მათ ხალავენ 11 წამის განმავლობაში.

ჭარბი ზეთის გამოწურვის შემდეგ აზავებენ სუნელებით, აფასოებენ და მიაქვთ მაღაზიებში.







4. ფრჩხილის ლაქი

image


მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკის სხვა მრავალ სახეობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ასე არ არის ფრჩხილის ლაქის შემთხვევაში. სინამდვილეში ეს თანამედროვე გამოგონებაა მე -20 საუკუნიდან.

ძველ ეგვიპტეში ფრჩხილების შესაღებად ხნას იყენებდნენ.

დღეს კი კომპანიების უმეტესობა იყენებს სხვადასხვა სახის ინგრედიენტს და ქიმიკატს ფრჩხილის ლაქის დასამზადებლად. ამ ინგრედიენტებიდან ერთ-ერთი ყველასთვის აუცილებელია: ნიტროცელულოზა, რომელიც გამოიყურება, როგორც სითხე, მაგრამ მასში შერეულია მიკროსკოპული ბამბის ფრაგმენტები.







5. წყლის გალონი

image

არსებობს რამდენიმე სახის პლასტმასა, რომელსაც მწარმოებლები ბოთლების დასამზადებლად იყენებენ და ისინი არ არის ისეთი, რა სახითაც ჩვენ ვხედავთ წყლის აპარატზე.

გალონები თავდაპირველად პატარა, ვიწრო მილებია სახრახნისით და, შემდეგ, სითბოთი სპეციალური დანადგარით ბერავენ.







6. საღეჭი რეზინი

image


თანამედროვე საღეჭი რეზინი მზადდება ხეებიდან გამოყვანილი ბუნებრივი ლატექსის მსგავსი რეზინისგან. რამდენიმე მათგანი, რომლებიც რეზინაში გამოიყენება, არის ჯელუთონი, ფიჭვის როზინი, ან გუტა-პერჩა. პირველი ფორმა არის სითხე, რომელიც რძეს ჰგავს.







0
583
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0