x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საუდის არაბეთის პრინცმა ვინც ვალების გამო ციხეში იჯდა კრედიტები დაუფარა
image

მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდიმ 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო სამეფოს 150 – ზე მეტი მაცხოვრებლის სესხების დასაფარად.


საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა 13 მილიონი საუდის რიალი გამოყო (თითქმის 3, 5 მილიონი დოლარი) სამეფოს 150-ზე მეტ მაცხოვრებელზე სესხების დასაფარად, რომლებიცციხეში მოხვდნენ ვალის გადაუხდელობის გამო. ამის შესახებ ხუთშაბათს განცხადება საუდის არაბეთის პრესის სააგენტომ გააკეთა.


თანხები გამოიყო რამადანის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც მთელი თვე გრძელდება დაკავშირებით და რაც წმინდაა მტელი მსოფლიოს მუსლიმებისთვის. კიდევ 87 მილიონი რიალი (23 მილიონ დოლარზე მეტი) პრინცმა ქველმოქმედებას შესწირა.



აპრილში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მასშტაბური საქველმოქმედო აქცია გამოცხადდა. 100 მილიონი პორცია საკვები დაურიგდათ გაჭირვებულებს.


ამ წმინდა თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ.

მხოლოდ მოხუც ავადმყოფებს, მოგზაურობაში მყოფი ადამიანებს და ორსულს ქალებს უფლება აქვთ მარხვა არ შეინახონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან, ხოლო ავადმყოფებს, რომლებისთვისაც საერთოდ არ შეიძლება მარხვის შენახვა (შიმშილობა) შეუძლიათ სხვა მარხვის მქონეს გაუმასპინძლდნენ და ამით გამოისყიდონ, ეს მარხვის შენახვის ტოლფასია ისლამში.


0
121
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0