x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქრისტემ შექმნა ერთი მარტივი წამალი და გვითხრა გამოიყენეთო,როცა ეს გვჭირდება - დეკანოზი გიორგი ჩაჩავა
imageდეკანოზი მამა გიორგი ჩაჩავა, რომელიც სასულიერო პირებიდან საჯაროდ პირველი აიცრა, „ღამის კურიერის“ ეთერში ირაკლი იმნაიშვილთან დიალოგში იხსენებს იოანეს სახარებიდან მეცხრე თავის მე-6 და მე-7 სტორფს, სადაც ქრისტე თავისივე დანერწყვილი თიხით გაკეთებულ "აბს" აძლევს ავადმყოფს განსაკურნად.გიორგი ჩაჩავას თქმით, ქრისტემ შექმნა პირველი წამალი და დაუტოვა საზოგადოებას, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ.



"ქრისტემ გაამზადა ერთი მარტივი წამალი, რომელიც მისი არ ყოფნის პერიოდში ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა. მან მოგვცა მაგალითი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წამალი მაშინ, როდესაც ეს გვჭირდება. ქრისტემ გვითხრა, რომ ფიზიკურად მე ყოველთვის თქვენს გვერდში არ ვიქნები, შესაბამისად თქვენ უნდა გამოიყენოთ წამალიო და შექმნა ერთი მარტივი წამალი“, – აღნიშნა დეკანოზმა.


სასულიერო პირმა "ღამის კურიერში" აგრეთვე ვაქცინაციასა და ე.წ. ჩიპიზაციის კავშირის თეორიაზე ისაუბრა. დეკანოზი ვერსიის აბსურდულობას უსვამს ხაზს, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანებს ამის მაინც სჯერათ.


"ეკლესია კოვიდსაწინააღმდეგო კამპანიაში, რა თქმა უნდა საკმარისად ჩართული არ არის. მიზეზი, ისევ ვამბობ, ამ ადამიანებზე იმოქმედა ძალიან დიდმა ნეგატიურმა ინფორმაციამ, რომელიც დაიწყო იმ წამსვე. ანუ ჯერ კიდევ ვაქცინა არ იყო შემოსული, როდესაც ძალიან სერიოზული კამპანია დაიწყო. ფსიქოლოგიურად, ადამიანი იმახსოვრებს პირველს რასაც იტყვიან, მისთვის პირველი გაგონილი ინფორმაცია ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე და მესამე.


ამ შემთხვევაში, ჯერ კიდევ ვაქცინაზე მიდიოდა მუშაობა, როცა თავიდანვე თქვეს, რომ იქ არის რაღაცა ჩიპები და მოხდება ჩიპიზაცია.

ელემენტარულად წარმოვიდგინოთ, ახლა მე რომ ავიცერი, იქ არის 10 დოზა და წარმოვიდგინოთ, რომ იქ ცურავს 10 ჩიპი, შპრიცით ამოღების დროს რა გარანტია არის, რომ ამ სითხესთან ერთად პატიოსნად ერთი ჩიპი გამოჰყვება იმ ნემსს და მერე შევა იმ ადამიანში. ლოგიკურად ეს ხომ შეუძლებელია, მაგრამ ამაზეც მსჯელობა არ მიდის.

ეგ არის აბსურდი, აბსურდია, მაგრამ სამწუხაროდ ხალხს სჯერა და ვერავინ ვერ გამოვიდა და ვერ აუხსნა ეს ამბავი მათ, " - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჩაჩავამ.

2
155
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
2021, 18 ივნისი, 9:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 16 მაისი, 1:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2