x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა ეგორ ლიგაჩოვი-ერთადერთი პოლიტბიუროდან,რომელმაც 100 წელი იცოცხლა
image

მოსკოვში, 101 წლის ასაკში, გარდაიცვალა სსრკ ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი ეგორ ლიგაჩევი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი იუწყება.


როგორც გაირკვა, ეგორ ლიგაჩოვს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სუნთქვით აპარატზე იყო შეერთებული . გარდა ამისა, ექიმებმა სკკპ ყოფილ მდივანს მრავალი ვეგეტატიული აშლილობა აღმოუჩინეს . პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.


ეგორ ლიგაჩევი 1985 წლიდან 1990 წლამდე იყო სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი და ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში, 1988 წლამდე იყო გარდაქმნის ერთ-ერთი აქტიური ინიციატორი და ფაქტობრივად მეორე კაცი მიხეილ გორბაჩოვის შემდეგ.


image

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 2000-იან წლებში იყო სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატი ტომსკის ოლქიდან.

ეგორ ლიგაჩოვი ჯერჯერობით პოლიტბიუროს ერთადერთი ყოფილი წევრია, რომელმაც 100 წელზე მეტხანს იცოცხლა.


0
300
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0