x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორონავირუსმა იმსხვერპლა ცნობილი რეჟისორი ბუბა ხოტივარი

imageკინორეჟისორი და სცენარისტი ბუბა (რამაზ) ხოტივარი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი და ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი ქეთევან დუმბაძემ ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.


ბუბა(რამაზ) ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას".


1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ძმასთან ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა".(მამასთან ლევან ხოტივართან ერთად, რომელიც არის რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა როგორიცაა: "განაჩენი" (1959), "უდიპლომო სასიძო" (1961), "ტარიელ გოლუა" (1968), "მხიარული რომანი" (1972), და სხვა.)


ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. კინორეჟისორი.

0
81
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0