x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდოეთმა მსოფლიო ანტირეკორდი დაამყარა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით
image

პანდემიის დაწყებიდან, ქვეყანამ ბოლო დღეებში დამყარებული ანტირეკორდებით მეორე ადგილზე გადაინაცვლა აშშ-ს შემდეგ.


ინდოეთში დღე-ღამის განმავლობაში 412 262 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. ეს არის ახალი ანტირეკორდი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 21 მილიონს გადააჭარბა.

image


დღიური ანტირეკორდი დამყარდა გარდაცვლილების რაოდენობითაც, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 3780 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 17, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანად 230 ათასი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით და მასთან დაკავშირებული გართულებებით.

image

როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში ინდოეთს "კორონავირუსის ქარიშხალი"დაატყდა თავს. საავადმყოფოებში არც ადგილიებია და არც ჟანგბადი არ არის საკმარისი, რის გამოც ადამიანები იღუპებიან დახმარების მოლოდინში.ერთ დღეში მარტო ჟანგბადის უკმარისობის გამო საშუალოდ 25 ადამიანი იღუპება. კრემატორიებში რიგის გამო სასოწარკვეთილ ნათესავები იძულებულები არიან ნათესავების ცხედრები ქუჩაში დაწვან.

image

0
59
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0