x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფოტოებზე ასახული პარანორმალური მოვლენები, რომელთა საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია

პარანორმალური მოვლენები ყოველთვის განხილვის თემა იყო. ზოგს სჯერა მოჩვენებების, ზოგსაც არა. რა მოხდება თუ გეტყვიან, რომ ფოტოსურათებზე გამოსახული ფიგურები ნამდვილია და ფოტოშოპით დამატებული არაფერია?


1. კუპერების ოჯახის ფოტოს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. სურათი ტეხასშია გადაღებული, ახალ სახლში. გადაღების მომენტში ოჯახმა განსაკუთრებული ვერაფერი დაინახა, ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ კი შოკში ჩავრდნენ.

image


2. მოჩვენების ერთ-ერთი ყველაზე სადავო და ცნობილი ფოტოსურათი. ამბობენ, რომ მასზე გამოსახულია ე. წ. “ყავისფერი ლედი“ დოროტი ტაუნსენდი (Dorothy Walpole), ქმარმა ქალის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა და ცხოვრების ბოლომდე გამოამწყვდია რეინჰემ ჰოლში (Raynham Hall). მოგვიანებით, დოროტის სიკვდილის შემდეგ ბევრი თვითმხილველი გამოჩნდა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მოჩვენება ნახეს.

image


3. ეს ფოტოსურათი 1924 წელს გადაიღეს ნვთობის ტანკერიდან SS Watertown. მრავალი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ ჩანს წყალში სახეები, თუმცა რაიმე მტკიცებულება არ არსებობს არაფრის. ამბობენ, რომ წყალში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული მეზღვაურების ჯეიმს კორტნის და მაიკლ მიჰენის სახეები ჩანს.

image


4. ფოტო ვინმე მაბელ ჩინერიმ გადაიღო 1959 წელს. ქალი ქმართან ერთად მიდიოდა სასაფლაოზე გარდაცვლილი დედის საფლავის მოსანახულებლად და გადაწყვიტა ქმრისთვის ფოტო გადაეღო მანქანაში. სურათზე კი მანქანის უკანა მხარეს გარდაცვლილი დედა დაინახა. რაც მთავარია, მიჩნეულია, რომ ფოტოსურათი გაყალბებული არაა.

image

5. ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების ბაზაზე, სომერსტში. ქალი მარტო პოზირებდა, თუმცა აღიარა, რომ გაურკვეველი სიცივე იგრძნო, მიუხედავად თბილი ამინდისა. მოგვიანებით კი ფოტოსურატიც იხილა. დღემდე უცნობია ეს კადრი ყალბია თუ არა.

image

6. 1963 წელს ინგლისმა ჩრდილოეთ იორკშირში (Newby Church in North Yorkshire) მღვდელმა ეკლესიის საკურთხევლის ფოტო გადაიღო. ფოტოზე აშკარად ჩანს გარკვეული ფიგურა. გამოკვლევებმა კი აჩვენა, რომ სურათი ნამდვილია და არ შეუცვლიათ.

image

0
276
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0