x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცი მივიდა პოლიციაში და 26 წლის წინ ჩადენილი გაუხსნელი მკვლელობა აღიარა
image

კრასნოდარის მხარეში, ადგილობრივმა მკვიდრმა აღიარა 26 წლის წინ ჩადენილი მოზარდი ბიჭის მკვლელობა. იტყობინება "KP".



დანაშაული, რომელიც 1994 წელს ჩაიდინა უცნობმა პირმა(ან პირებმა) დაბა უსპენსკის რაიონში, გაუხსნელი დარჩა. ვერც 15 წლის ბიჭის გვამს მიაგნეს.


-1994 წლის 12 მარტს, გამოძიებამ ვერ დაადგინა ზუსტი დრო, კერძო სახლში, რომელიც ეკუთვნის 32 წლის მამაკაცს, დაუდგენელმა პირმა ჩაიდინა 14 წლის მოზარდის მკვლელობა-ასე მშრალად იყო მითითებული სამართალდამცავების მოხსენებაში.



ამ თვის დასაწყისში 59 წლის მამაკაცი მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ მას სურდა ეღიარებინა 15 წლის სკოლის მოწაფის მკვლელობა. მან აღიარა, რომ სინდისმა ქეჯნიდა და ასეთ ცოდვაში აღარ შეეძლო ცხოვრება. მისივე თქმით, მან დანაშაული 1994 წლის 23 თებერვალს საკუთარ სახლში ჩაიდინა.


როგორც გაირკვა მამაკაცმა და მოზარდმა იჩხუბეს, თუმცა პოლიციამ მათი კონფლიქტის მიზეზი არ გაახმაურა. სკოლის მოსწავლემ სახლის პატრონის ცოლისა და ქალიშვილის მისამართით მუქარა წამოიწყო, მან კი, როგორც თვითონ ამბობს, ოჯახის დაცვის მიზნით, ბიჭს ორჯერ ჯოხი დაარტყა. მოზარდი უგონო მდგომარეობაში დაეცა და გარდაიცვალა. მამაკაცმა ცხედარი ჯერ ბეღელში დამალა და შემდეგ ღამით მდინარეში ხიდიდან გადააგდო.(ფოტოზე)

image

დანაშაულის შემდეგ მან ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება სოფელში.საოცარია, მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მოწმეები, რომლებმაც მოზარდი მის სახლთან დაინახეს, მასზე მაინც ეჭვი არავინ მიიტანა, თან მამაკაცმა მყარი ალიბი შეიქმნა-თითქოსდა იმ პერიოდში სხვაგან იყო წასული.საქმე გაუხსნელი დარჩა.


აღსანიშნავია, რომ მას აღარ ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოზარდის მკვლელობის გამო, ვინაიდან დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა- 15 წელი გავიდა.

0
448
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0