x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
10 მსახიობი, რომელმაც იმიჯი როლისთვის კარდინალურად შეიცვალა

image


ეკრანზე უზადო ადამიანების ნახვას - მოწესრიგებული თმით, იდეალური მაკიაჟითა და მოხდენილი სხეულით უკვე დიდი ხანია რაც მივეჩვიეთ, თუმცა არსებობენ მსახიობები რომლებიც მზად არიან თავიანთი სილამაზე ხელოვნებას მსხვერპლად დაუფიქრებლად შესწირონ. მოგეხსენებათ, ამა თუ იმ პერსონაჟის განსახიერებლად ზოგჯერ მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა. მსახიობებს მუდამ უწევთ გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება - გასუქება, გახდომა, წვერის მოშვება თუ საკმაოდ უცნაური ვარცხნილობის ტარებაც. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგეთ ჰოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობების ყველაზე საინტერესო გარდასახვებს.





ჯონ ტრავოლტა


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ტრავოლტას გმირი ფილმში "ფანატიკოსი", სტალკერს განასახიერებს. სურათის მსოფლიო კინოპრემიერა 2018 წელს შედგა.





შარლიზ ტერონი


image


შარლიზ ტერონი ფილმში "ტალი" ყოველდღიური ცხოვრებით გადაღლილი, მრავალშვილიანი დედის მარლო მოროს გმირს თამაშობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ასევე 2018 წელს გაიმართა.




კრისტიან ბეილი


image


ჰოლივუდის ვარსკვლავმა ფილმში "ვიცე პრეზიდენტი" აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის როლი საკმაოდ წარმატებით მოირგო. ფილმის პრემიერა 2018 წლის დეკემბერში შედგა.




მარგო რობი


image


ფილმში "მე, ტონია" მარგო რობი წარმატებულ მოციგურავე ტონია ჰარდინგს ასახიერებს. ფილმი ფართო ეკრანებზე 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა.






კრის პრატი


image


ამერიკელი მსახიობი ფილმ "გალაქტიკის მცველებში" კინომოყვარულების წინაშე ვარსკვლავური - ლორდის როლით წარსდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2014 წლის ივლისში შედგა.




კრისტოფერ ჰივიუ


image


ცნობილი ნორვეგიელი მსახიობი სერიალ "სამეფო კარის თამაშებში" ტორმუნდის როლს ასახიერებს.




მაიკლ ფასბენდერი


image


ცნობილი ირლანდიელი მსახიობი ფილმ "შიმშილში" ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივისტის ბობი სენდსის როლს ასრულებს, რომლის გმირიც პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს. ფილმი დიდ ეკრანებზე 2008 წლის მაისში გამოვიდა.





ტომ ჰარდი


image


ბრიტანელი მსახიობი ფილმში "კაპონე", ციხიდან გათავისუფლებულ ალ კაპონეს განასახიერებს.





რაიან გოსლინგი


image


ფილმ "საყვარელ ძვლებში" რაიან გოსლინგს მთავარი გმირის მამის როლი უნდა შეესრულებინა. რაიანი დარწმუნებული იყო, რომ მას ზედმეტი კილოგრამები ასაკს მოუმატებდა და როლისთვის ის უფრო შესაფერისი იქნებოდა, თუმცა რეჟისორმა სელებრითი საბოლოოდ, დაიწუნა და აღნიშნულ როლზე მის ნაცვლად სხვა მსახიობი შეარჩია.




ალექსანდრა ბორტიჩი


image


ფილმში "წონაში ვიკლებ", ალექსანდრა ბორტიჩი ჭარბი წონის გამო მიტოვებულ გოგონას განასახიერებს, ფილმი ეკრანებზე 2018 წლის მარტში გამოვიდა.











0
678
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
678