x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მექალთანე ,რომელმაც 20 საყვარელს რამდენიმე მილიონი დასცინცლა
image


ერთი თვის წინ, ჩინეთის პოლიციას ქალმა უცნაური განცხადებით მიმართა. მისმა საყვარელმა, რომელსაც 2019 წლიდან ხვდებოდა, მას 9 მილიონი იუანი (1, 3 მილიონი $ ) მოპარა. ჩინეთში მსგავსი დანაშაული იშვიათი არ არის, ამიტომ მამაკაცი სწრაფად იპოვნეს. აღმოჩნდა, რომ ეს მსხვერპლი ერთადერთი არ იყო.


ქალმა ჟენჯოუდან, რომლის განცხადების წყალობით დანაშაულის მთელი ქსელი გამოვლინდა, თქვა, რომ ახალგაზრდა კაცი სახელად ჟანგ ნანი ავტოსამრეცხოზე გაიცნო. მამაკაცმა დაარწმუნა ის, რომ გავლენიანი ოჯახიდან იყო. მათ რომანტიკული ურთიერთობა დაიწყეს და ბიჭმაც ისარგებლა ამით. თაღლითი იმიზეზებდა მამის პრობლემებს ან კარიერული წინსვლის შესაძლებლობას და ყოველ ჯერზე მსხვერპლისგან მსხვილ ტანხას სესხულობდა, თუმცა უკან დაბრუნებას არ ჩქარობდა.


სამწუხაროდ, როდესაც მსხვერპლი მიხვდა, რომ თაღლითთან ჰქონდა საქმე, უკვე გვიანი იყო - ჟანგ ნანმა თანხა სუპერავტომობილებში და კაზინოებში გაფლანგა.



რაც მთავარია, გოგონა ერთადერთი არ იყო, ვისი ნდობით სარგებლობდა ბიჭი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თაღლითი 20 გოგონას ხვდებოდა. ბიჭს შორს არ წასვლა არც დასჭირვებია.უმეტესობა მეზობლად ცხოვრობდა და აქედა სამი -მისავე კორპუსში ცხოვრობდა, იუწყება ჩინური გამოცემა New.QQ

image

როდესაც ბიჭმა ყველაფერი აღიარა, პოლიციის ოფიცრები დაზარალებულებს დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ ბევრს უკვე დიდი ხანია ესმოდა, რომ საკუთარ ფულს ვეღარ დაიბრუნებდა, თუმცა პოლიციაში მაინც არ მიდიოდნენ.


ქალბატონების ნდობის მოპოვების სცენარი ყოველთვის იდენტური იყო - ის საუბრობდა მის მაღალ წარმოშობაზე, რეგულარულად ჩუქნიდა საჩუქრებს ახალ შეყვარებულებს და შემდეგ ფულის თხოვნას იწყებდა, რომელის რაოდენობაც თანდათანობით იზრდებოდა. თაღლითმა მათგან 3 მილიონი იუანის აწაპვნა მოახერხა(დაახლოებით 450 000 აშშ $) რომელთაგან ახლა აღარაფერი დარჩა ძვირადღირებული მანქანების გარდა, რომელიც თაღლითს ნამდვილად უყვარს იმ 20 გოგონასგან განხვავებით.

image

image

0
282
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0