ჩოგბურთი კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია-ნეკა დოროყაშვილი 2021, 4 მაისი, 19:44 "ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა.
მალევე კომენტარში ბასილაშვილის ფოტოს მისი ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი გამოეხმაურა: "კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ ცნობისთავის ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიაში BMW OPEN-ის ფინალში გავიდა, სადაც 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი 31 წლის მასპინძელს, იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება. ამასობაში ბასილაშვილს კიდევ ერთი სასამართლო ელოდება, სარჩელი მისმა ყოფილმა მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილმა შეიტანა. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს. 366 3-ს მოსწონს
|