x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
კიმ კარდაშიანმა " ELLE"– ს მშობიარობისა და სუროგატი დედის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლე მოუყვა

image


ამერიკულმა "ELLE"–მა მორიგი ნომრის გარეკანზე ცნობილი სელებრითის ფოტო გამოაქვეყნა. მოდური ფოტოსესია და თვალისმომჭრელი იმიჯი რეალითი - შოუს სკანდალური ვარსკვლავის ერთგულ თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩენით, მეტიც, გამოცემის ჟურნალისტებთან კიმმა პირველად, სუროგაციისა და თავისი ბოლო რთული მშობიარობის შესახებ გულწრფელად ისაუბრა და მათ არაერთი საინტერესო და ინტიმური დეტალიც გაუმხილა.


image


"მშობიარობის შემდეგ, პლაცენტა გარეთ უნდა გამოვიდეს, მაგრამ ჩემი შიგნით ჩარჩა, ამის გამო, ქალები მშობიარობის დროს ხშირად იღუპებიან კიდეც: იწყება სისხლდენა, რომლის შეჩერება საკმაოდ რთულია და შესაძლოა მშობიარის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ჩემს შემთხვევაში-ეს ისეთი საშინელება იყო! ექიმი იძულებული გახდა პლაცენტა პირდაპირ ხელით ამოეღო, ეს ისეთი მტკივნეული იყო... დედა დღემდე ამას ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს" - განუცხადა კიმ კარდაშიანმა "ELLE"- ის ჟურნალისტებს.

image


მან ასევე სუროგაციის შესახებაც ისაუბრა. რეალითი - შოუს ვარსკვლავი ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდა, ამიტომ მეოთხე შვილის ყოლის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო, სელებრითის შვილი სუროგაციის გზით დაიბადა. კიმს სუროგატი დედის მიმართ სულ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა, რომელიც ძირითადად, ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. მაგალითად, კიმს სურდა რომ ქალს ყველა საჭირო გამოკვლევა თავის ექიმთან ჩაეტარებინა და არჯანსაღ საკვებზე დროებით უარი ეთქვა, თუმცა ვარსკვლავი სუროგატ დედას ბოლო პუნქტის შესრულებას არ აიძულებდა - "გინდა ფუნჩულა - ჭამე!" - განუცხადა ჟურნალისტებს კარდაშიანმა.


imageimageimageimageimage











0
302
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
302