x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
"ეშმაკი მაიძულებდა მომეკლა"-ანუ უცნაური სასამართლო,სადაც დამნაშავედ ეშმაკი მიიჩნიეს
image

მკვლელ ანრე შეინენ ჯონსონის (Arne Cheyenne Johnson-) ის სასამართლო XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უჩვეულო პროცესია. ერთ – ერთ სხდომაზე დამნაშავემ წარმოთქვა ფრაზა „ეშმაკმა მაიძულა ამის გაკეთება“(Devil Made Me Do It"). ბრალდებულის ადვოკატმა სრულად დაუჭირა მხარი ამ ვერსიას.



ჯონსონს "ეშმაკი გააცნო" მისი შეყვარებულის, დების 11 წლის ძმამ დევიდ გლატცელმა, თავდაპირველად, მის გარშემო მყოფი პირები სერიოზულად არ აღიქვამდნენ ბიჭის განცხადებებს "ბნელი ძალების" არსებობის შესახებ. დროთა განმავლობაში, როდესაც უცნაური ამბები ხდებოდა გლატცელის სახლში, ისინი მართლაც შეწუხდნენ და უკვე ბავშვს მოუსმინეს.


დავითის მშობლებმა ამბობდნენ, რომ მათი შვილი უჩვეულო მხეცის სახით ხედავდა დემონს. დღისით ბავშვი ხანდახან ლათინურად ლაპარაკობდა და ზეპირად კითხულობდა ფრაგმენტებს ბიბლიიდან (ვერავინ შენიშნა, როდის შეისწავლა ბიბლია).




დევიდს კისერზე ხელის ნაჭდევები ეტყობოდა, ღამით ბიჭს ბნედა ემართებოდა და მშობლებთან ჩიოდა, რომ მის სხეულს ბოროტი ძალა აკონტროლებდა . დევითმა ასევე გააფრთხილა მშობლები, რომ დემონი ოჯახის სხვა წევრებს ემუქრებოდა და ითხოვდა, რომ მათ რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინათ "დაწყევლილი" სახლი.



მღვდლთან ვიზიტის შემდეგ ბიჭის მდგომარეობა უფრო გაუარესდა და მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს ეგზორცისტებისთვიის-ედ და ლორაინ უორენებისთვის მიემართათ. ბიჭთან საუბრის შემდეგ, ლორაინმა თქვა, რომ მის უკან დაინახა შავი ნისლისებრი სილუეტი, რაც ეშმაკის ყოფნას ადასტურებდა.



ეგზორციზმის რიტუალისთვის მზადების პერიოდში დევითი თითქმის გონზე ვერ მოდიოდა. ნათესავების თქმით, ბიჭი აგრესიული იყო სხვების მიმართ და წინასწარმეტყველებდა "საშინელ დანაშაულს", რომელსაც მისი დის მეგობარი ბიჭი (ანუ ჯონსონი)ჩაიდენდა უახლოეს მომავალში. ეგზორცისტებმა პოლიციას შეატყობინეს შესაძლო დანაშაულის შესახებ.


თავად ჯონსონი ყურადღებას არ აქცევდა ბიჭის წინასწარმეტყველებას და გადაწყვიტა პირადად დასწრებოდა "ეშმაკის განდევნის" რიტუალს. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ეშმაკის შესაძლო განდევნის მომენტში მან უცნაური შეგრძნებები დაეწყო, თუმცა მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი . ამასთან, მალე ჯონსონმა სრულად იგრძნო მის სხეულში ბოროტი სულის ჩასახლება - მანქანის მართვისას მან ვერ შეძლო " სხვა სამყაროს ძალებს გამკლავებოდა" და შეეჯახა ხეს. Discovery Channel- ის სერიალ A Haunting-ში მან გაამხილა, რომ შემდეგ იგი დების ოჯახის ეზოში ჭის დასათვალიერებლად შევიდა. ადრე ეგზორცისტები ამბობდნენ, რომ ეშმაკი ხშირად იმალებოდა იქ. ჯონსონის თქმით, მან ჭაში ჩაიხედა, რა დროსაც პირისპირ შეჩეხა ბოტორ სულს - დემონის თვალები იყო, რაც მას მისი უკანასკნელად დაამახსოვრდა მკვლელობამდე.

image

ახალგაზრდა კაცის ქცევაში ცვლილებები შენიშნა მისმა შეყვარებულმა დებიმ და ნაქირავებ ბინაში გადასვლა შესთავაზა. ამასთან, ჯონსონის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდებოდა. ჯონსონი დევიდივით აგრესიული ხდებოდა, შემდეგ აღარაფერი ახსოვდა.

ჯონსონმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც დების ძმამ, დევიდმა 1981 წლის 16 თებერვალს წინასწარმეტყველა.


მამაკაცს არ მოეწონა მთვრალი ალან ბონოს საქციელი, რომელიც უხეშად მოექცა დების ახალგაზრდა ბიძაშვილს. როდესაც გოგონა წავიდა, ჯონსონმა (სავარაუდოდ, ტრანსში მყოფმა) ხუთჯერ დაარტყა დანა ბონოს.

მანამდე წყნარ ბრუკფილდში მკვლელობა არასდროს დაფიქსირებულა. პოლიციამ არნე ჯონსონი დანაშაულის ადგილიდან ახლოსვე - შეურაცხად მდგომარეობაში აღმოაჩინა .დამალვა არც უფიქრია და ვერ ახსნა მომხდარი.


მეორე დღეს უორონებმა პრესას განუცხადეს, რომ ჯონსონმა, უგონო მდგომარეობაში მყოფმა ეშმაკის ბრძანებით მოკლა კაცი. ქალაქის მოსახლოების უმეტესობა ჯონსონის მხარეს იყო, რომელსაც იცნობდნენ როგორც მშვიდ ახალგაზრდას, რომელიც მღეროდა საეკლესიო გუნდში, დაკავებული იყო სპორტით და არ ჰგავდა სასტიკ კაცს.

image

სასამართლო პროცესზე ახალგაზრდა მამაკაცის ადვოკატმა მარტინ მინელამ დაადასტურა ვერსია, რომ დანაშაულის დროს ეშმაკი აკონტროლებდა მკვლელს. ეს იყო მესამე შემთხვევა ზოგადად მსოფლიოში და პირველი შემთხვევა შეერთებული შტატებში, როდესაც ადვოკატმა დაცვისთვის იურიდიულ მტკიცებულებად ბოროტი სულებით შეპყრობა გამოიყენა.


მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მტკიცებულება არ შეიძლება დაეფუძნოს "მისტიკურ და არამეცნიერულ ფაქტებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ სიმართლესთან". სასჯელის შემსუბუქების მიზნით, ადვოკატს ბონოს მკვლელობა წარმოადგენდა, როგორც აუცილებელი თავდაცვა.


image

1981 წლის 24 ნოემბერს ანრე შეინენ ჯონსონი დამნაშავედ ცნეს და მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 – დან 20 წლამდე. დამნაშავემ ციხეში მხოლოდ ხუთი წელი გაატარა. ითვლება, რომ პროცესის მონაწილეებს ჯერ კიდევ სჯეროდათ "ეშმაკის ვერსია" - ამიტომაც გაათავისუფლეს ბოროტმოქმედი ასე მალე.


იგი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, იქორწინა დებიზე, მას ამის შემდეგ საერთოდ წვრილმანი დანაშაულიც კი აღარ ჩაუდენია. მისი ისტორია აისახა ფილმში "The demon murder case" (1983) და ჯერალდ ბრიტლის წიგნში "ეშმაკი კონექტიკუტში".


2021 წლის 4 ივნისს აშშ-ში შედგება პრემიერა ფილმისა The Conjuring 3: The Devil Made Me Do It, რომელსაც საფუძვლად დაედო გლატცელ-ჯონსოსნის ისტორია.

image


image

ასევე იხილეთ



სერიული მკვლელი პიტერ სატკლიფი, მეტსახელად "იორკშირელი მფატრავი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 13 ქალის მკვლელობისთვის, გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. Covid-19-ით ონფიცირების შემდეგ ყოფილმა მძღოლმა ბრეტფორდიდან უარი თქვა მკურნალობაზე და მხოლოდ დამძიმებული მდგომარეობის შემდეგ გადაიყვ...


1946 წლის მარტში, სსრკ-ს მდინარეთა ფლოტის მინისტრის, ზოსიმე შაშკოვის მისაღებში თვითნაკეთი ინვალიდის ეტლით გამოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ორივე ფეხი მოკვეთილი ჰქონდა: გვარდიის კაპიტანი, ორჯერ საბჭოთა კავშირის გმირი, ტანკისტი კუზნეცოვი. 32 წლის მამაკაცმა, რომელსაც უკვე ჭაღარა შერეოდა, მოყვა თუ როგორ დაიღუპნენ მისი თანამებრძოლები ბერლი...


1977 წლის 24 ოქტომბერს სამართალდამცავებმა დააკავეს ალბათ ყველაზე შემზარავი სერიული მკვლელი-ნეპიოფილი ანატოლი ბირიუკოვი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ჩვილებზე მონადირე", მის დაკავებაზე არნახული მასშტაბის ოპერაცია ჩატარდა, რომელიც მოსკოვის მილიციას არც მანამდე და არც მის შემდეგ ახსოვს. ვინც იმ პერიოდს მოესწრო კარგად ...


მოქმედების სქემა პრაქტიკულად ერთგვარი იყო:საღამოობით დადიოდა საკუთარი ავტომობილით და მორიგ მსხვერპლს ეძებდა - ახალგაზრდა სექს-პარტნიორს, შემდეგ ეცნობოდა მათ, მიჰყავდა სახლში, აუპატიურებდა, სცემდა და აწამებდა.თან ეს გრძელდებოდა დიდხანს, წამების დროს, შესვენებებზე გეისი საკუთარ მსხვერპლს უკითხავდა ბიბლიას, რის შემდეგაც გუდავდა და სა...


გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმეები ვაჭრობის სფეროდან, რა სქემებს და მაქინაციებს იყენებდენ ამ საქმეების ფიგურანტები და რა რაოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს პირებმა, რის გამოც ზოგიერთმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა დაიმსახურა. სამი გრამი კონიაკი - მინვოდტორგის საქმე(1962-1963) ...

ეს საშინელი ისტორიები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ბავშვებს და მოზარდებს ვასწავლოთ, რომ არ ენდნონ და არ გაჰყვნენ უცნობ ადმამიანებს, მით უმეტეს თუ ისინი ძალზე კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ, ამის გარდა არც თუ იშვიათად გამტაცებლები არიან ნაცნობები ან ახლობელი ადამიანები. ფუსაკო სანო-გატაც...

1
102
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
2021, 4 მაისი, 16:32
საინტერესო სტატიაა
0 1 1