x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ინგლისელმა პენსიონერებმა დაკარგული სასახლე აღმოაჩინეს

image


ეს ამბავი სომერსეტის საგრაფოში მოხდა. პოულებმა ნაკვეთი შეიძინეს. ამის შემდეგ, მათ ახალი სახლის აშენება და ძველი სახლის გაყიდვა გადაწყვიტეს. მაგრამ, საძირკვლის გათხრის დროს, მუშებმა სხვა შენობის ნარჩენები აღმოაჩინეს, რომლის კედლები და იატაკი მოზაიკით იყო გაფორმებული.

აღმოჩენით აღფრთოვანებულმა ნაკვეთის მფლობელებმა, სამუშაოები შეაჩერეს და მომხდარის შესახებ South West Heritage Trust ორგანიზაციას აცნობეს, რომლის მოვალეობაშიც ძველი ძეგლების აღდგენა და დაცვა შედის.

ადგილზე მოსულმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ეს შუა საუკუნის დროინდელი სასახლის ნაშთი იყო, რომელსაც არქეოლოგები დაკარგულად მიიჩნევდნენ და თითქმის, 200 წელის მანძილზე, უშედეგოდ ეძებდნენ.

სასახლე ადგილობრივ ეპისკოპოს ეკუთვნოდა. ის XIII საუკუნეში ააშენეს, ხოლო 500 წლის შემდეგ დაინგრა და კვალიც დაიკარგა.

ამჟამად, ისტორიკოსები სასხლის ადგილზე გათხრებს აწარმოებენ, რომ ყველა შესაძლო არტიფაქტის შეგროვება შეძლონ და ნაკვეთი მფლობელებს დაუბრუნონ.


P. S. ეს ძველი სასახლის დაკარგვის ერთადერთი ფაქტი არ არის. XVIII საუკუნებმე, უამრავი მსგავსი ძეგლი არსებობდა, რომელიც მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა დაშალეს და ქვა საკუთარი სახლების სამშენებლო მასალად გამოიყენეს. ხოლო, იმის დამტკიცება, რომ წარსულში, ეს სასახლები მართლაც არსებობდა, ძველი მხატვრების ტილოებით არის შესაძლებელი. გაგრძელება >>>

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1, 5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო — აღმოჩენილია ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური


0
239
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0