x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

image


დიდი ბრიტანეთის გეოლოგებმა ჩვენი პლანეტის ჯერ–ჯერობით ამოუხსნელი ძირითადი გამოცანები დაასახელეს, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს. ძირითადი კითხვა, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ არსებობს, სულ ოთხია:

imageმაგ., მეცნიერებმა აქამდე არ იციან, როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე. ცნობილია, რომ პლანეტის განვითარების ადრეულ სტადიაზე, ანუ 4, 5 მლრდ. წლის წინ, როდესაც დედამიწის ფორმირება მოხდა, წყალი მასზე, პრაქტიკულად, არ იყო. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე საბაზო თეორია, რომელიც პლანეტაზე წყლის გაჩენას ხსნის, მაგრამ მათ შორის, რომელიმეს არჩევა, დღემდე ვერ მოხერხდა.

სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი — ეს ტექტონიკური ფილების გადაადგილების მექანიზმი არის. ამ საიდუმლოს ამოხსნა შესაძლებელი იქნებოდა, დედამიწის პირველი ქანების ნიმუშების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ის მილიარდობით წლის წინ გაქრა. დღეს გეოლოგებს ძველი მინერალების მხოლოდ რამდენიმე მარცვალი აქვთ, რომელიც 2001 წელს ავსტრალიაში აღმოჩინეს.

imageროდესაც დედამიწის გამოცანებზე ვსაუბრობთ, ასევე, არ შეიძლევა არ გავიხსენოთ, პლანეტაზე სიცოცხლის ჩასახვის საიდუმლო. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ დედამიწაზე სიცოცხლე კოსმოსიდან ჩამოვარდნილმა ციურმა სხეულმა შემოიტანა. მაგრამ, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ოთხიდან, ბოლო საიდუმლო კი, დედამიწაზე ჟანგბადის გაჩენის პროცესი არის, რომელმაც თავის მხრივ, რთული ორგანიზმების განვითარება გამოიწვია. ითვლება, რომ ჟანგბადის გაჩენა პლანეტაზე ციანობაქტერიებს უკავშირდება... მაგრამ, მეცნიერების თქმით, არსებობს რამდენიმე ნიუანსი, რომელიც მიუთითებს, რომ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური


1
1658
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1658
  
2021, 6 მაისი, 16:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1