x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სიყვარულის საოცარი ისტორია, რომელიც ღირს რომ იცოდეთ: მან ის მაშინაც კი არ მიატოვა, როდესაც მხოლოდ შემწეობით ცხოვრობდნენ!

image


კონორ მაკგრეგორი და დი დევლინი ერთად უკვე 11 წელზე მეტია არიან. თავიდან წყვილი დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც თავად მაკგრეგორი იხსენებს, მათ თავი თვიდან თვემდე უმუშევრობის შემწეობით, სულ რაღაც 188 ევროთი გაჰქონდათ.


imageimage


"სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ ჩემს დროს დარბაზში ვატარებდი. მჯეროდა, რომ ერთ დღესაც ჩემპიონი გავხდებოდი, და ეს მასაც სჯეროდა. დი არასდროს მეუბნებოდა რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და მუშაობა დამეწყო, " - ჰყვება კონორ მაკგრეგორი.


image


"ფული თითქმის არაფერზე გვყოფნიდა, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც ყოველთვის ცდილობდა რომ სწორად მეკვება და დღის რეჟიმი დამეცვა, დი ხშირად მოდიოდა ჩემთან სპორტდარბაზში, მამხნევებდა და ჩემი უმნიშვნელო, პატარა წარმატებაც კი ახარებდა."

imageimage


"ახლა უკვე მილიონებს ვშოულობ. ჩემი ბრძოლები ათასობით მაყურებელს აგროვებს. მე შემიძლია თავს ნებისმიერი მანქანის ყოლის უფლება მივცე, ნებისმიერი ღირებულების სამოსი შევიძინო, მაგრამ სწორედ ის არის - ის ადამიანი, ვინც ამ ყოველივეს იმსახურებს, და ჩემზე მეტადაც კი."


image


კონორ მაკგრეგორი - შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი გახლავთ, რომელიც წონის კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. კონორის მეუღლე ხშირად ესწრება მის ორთაბრძოლებს. დღესდღეობით, წყვილი საერთო ვაჟის აღზრდით არის დაკავებული.


imageimageimage












0
668
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
668