x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფინეთში უცნობი ნარკოტიკისგან მასიურად იღუპებიან
image

ფინური ქალაქების ტურკუს და ჰელსინკის მაცხოვრებლები მასობრივად იღუპებიან უცნობი ნარკოტკიკისგან. ამის შესახებ გამოცემა Yle იუწყება.


სამხრეთ-დასავლეთ ფინეთის პოლიციამ იუწყება, რომ აპრილის თვეში ტურკუში ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა უცნობი ნარკოტიკისგან. თუმცა გამოცემა Yle ათი გარდაცვლილის შესახებ იუწყება. ხოლო ფინური გაზეთის Turun Sanomat-ის ინფორმაციით ჰელსინკში ტოქსიკურმა წამალმა 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა.


ფონდი A-klinikkasäätiö აფრთხილებს საზოგადოებას შავ ბაზარზე გაყიდული წამლების შესახებ, რომლებიც სიცოცხლისათვის ძალზე საშიშია. მათში აღმოაჩინეს ფენტანილი და ოპიოიდული ანელგეტიკი, რომელიც გამოიყენება ანესთეზიოლოგიაში.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელმა მებაჟეებმა ჰამბურგის პორტში ევროპის ისტორიაში კოკაინის ყველაზე დიდი პარტია ამოიღეს. პარაგვაიდან ჩამოტანილ ხუთ კონტეინერში თექვსმეტი ტონა აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერება იყო.

0
130
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0