x
image
თუთიკო ბერძენა
8 ყველაზე მდიდარი ქალი მსოფლიოში. რით და როგორ მოიპოვეს სიმდიდრე ქალებმა?
image
ცნობილი ადამიანების წარმატება იზომება მათი პოპულარობით საკუთარ ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში. ცნობილი ადამიანების წარმატების გასაზომად კიდევ ერთი გზა არის - მათი ქონება. მოდით ვნახოთ მსოფლიოს 8 ყველაზე წარმატებულ მდიდარ ქალთა სია.

ფრანსუაზა ბეტენკურტ მეიერსი

image

ფრანსუაზა ბეტენკურტ მეიერსის ქონება 66.3 მილიარდი დოლარია. მან ეს სიმდიდრე ოჯახის მეშვეობით შეაგროვა, მემკვიდრეობით მიიღო რა L'Oreal ქონება. დედა - ლილიან ბეტენკურტი, იყო ბიზნესმენი და მსხვილი აქციონერი ამ კოსმეტიკური კომპანიის. ლილიანის გარდაცვალებამ ფრანსუაზას საწყისი 44, 3 მილიარდი დოლარი დაუტოვა, რაც კიდევ 24 მილიარდი დოლარით გაზარდა. რად უნდა? ნახეთ კოსმეტიკური ფირმის მფლობელს რა მოუვლელი თმები აქვს ან სახე. ჩინური წარმოების იაფფასიანი სათვალე უკეთია და მეტროს კიბეზე დგას. ეტყობა ფულის შეგროვების მანია აქვს. ბანკში "თუნდა ოქრო იდვას, თუნდა ქვა, თუცა არა დახარჯავ", - ეტყობა სულხან-საბას იგავ-არაკებს არ იცნობს (ღიმილი)...


ალისა უოლტონი

image

ალისა უოლტონი, რომელსაც $ 65, 1 მილიარდი დოლარი აქვს, მეორე ადგილზეა. ალისამ მისი ქონება ოჯახური კავშირების მეშვეობით მიიღო - მამამისმა სემ უოლტონმა - Walmart– ის დამფუძნებელმა დაუტოვა ქონება, ალისა კონცენტრირებულია ხელოვნებაზე და გახსნა მუზეუმი სახელწოდებით Crystal Bridges Museum of America Art თავის ქალაქში (ბენტონვილი, არკანზასი). კარგი იდეააა. ნახეთ, თვითონაც როგორ კოპწიად გამოიყურება 90 წლის ასაკში - ხელოვნების ნიმუშს ჰგავს! (აღტაცება)



მაკენზი ბეზოსი

image

შემდეგ გვყავს მაკენზი ბეზოსი, რომლის ქონება 59, 6 მილიარდი დოლარია. ამ ამერიკელმა მწერალმა და ქველმოქმედმა ჯეფ ბეზოსთან განქორწინების შედეგად მილიარდები მიიღო. მან მიიღო ამაზონის 4% -იანი წილი - $ 35 მილიარდი დოლარი.მორალი - ეძებეთ მდიდარი ქმრები. (სიცილი)

იულია კოხი



image

ახლა ჩვენ წარმოგიდგენთ ჯულია კოხს, რომლის შემოსავალი 58 მილიარდი დოლარია. ჯულიამ თავისი მილიარდები 2019 წელს მეუღლის - დევიდ კოხის - ცნობილი მაგნატის გარდაცვალების "წყალობით" მიიღო. ხოლო ჯონ მარკმა გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის 42%. ეძებეთ ბებერი მდიდარი ქმარი. (ისევ ღიმილი)


ჟაკლინ მარსი

image

ჟაკლინ მარსი თავისი 28, 9 მილიარდი დოლარით იმსახურებს ამ სიაში მოხვედრას. მისი სიმდიდრე იქიდან მოდის, რომ ბაბუამ დააფუძნა მსოფლიოში უდიდესი საკონდიტრო კომპანია.ჟაკლინი მუშაობდა კომპანიაში 20 წლის განმავლობაში და იყო დირექტორთა საბჭოს წევრი. 2016 წელს იგი გახდა ცნობილი ქველმოქმედი. დაუოჯახებელია. ბიჭებო, გამოფხიზლდით. (ხარხარი)


ლორენ პაუელ ჯობსი


image

ლორენ პაუელ ჯობსის ქონება დაახლოებით, 31.6 მილიარდი დოლარია. ის ინვესტიციებს აკეთებს იმიგრაციაში, განათლებასა და დამოუკიდებელ მედიაში. მისი მეუღლის სტივ ჯობსის სიკვდილის შემდეგ მას დარჩა ქმრის ქონება. იქმრის გარდაცვალების შემდეგ, იგი უფრო მკაცრი გახდა საქმიან ურთიერთობებში. გოგონებო, ეძებეთ ძალიან ნიჭიერი ქმარი, მაგრამ ქართველი ნიჭიერი მამაკაცი არა. საქართველოში ნიჭიერი მამაკაცი მტრად აღიქმება და ვერასდროს დააგროვებს ამ თანხის მეათასედსაც კი. ამიტომ ეძებეთ უცხოელი ნიჭიერი ქმარი. ... ან ქართველი გაიძვერა. (ქირქილი)


იანგ ჰუიანი

image

იანგ ჰუიანი ფლობს დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings– ის 57% –ს. მისი წილი მას 2007 წელს გადაეცა იუნგ კვოკ კეუნგისგან. იანგი არის Bright Scholar Education Holdings- ის თავმჯდომარე. მან ასევე მიიღო დიპლომი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქალი ვარო, ამან უნდა თქვას. (შურიანი ღიმილი, რადგან ეს თვითონაა მაგარი ქალი)


ჯინა რეინჰარტი

image

18.7 მილიარდი ჯინა რინეჰარტს - ავსტრალიის სამთო მრეწველის მემკვიდრე. ის ამჟამად არის ჰენკოკის პროსპექტინგის ჯგუფის აღმასრულებელი თავმჯდომარე და არის ყველაზე მდიდარი ადამიანი ავსტრალიაში. Hancock Prospecting ჯგუფი არის კომპანია, რომელიც მამისგან - ლენგ ჰენკოკისგან მიიღო. იგი გახდა Fairfax Media- ს მსხვილი აქციონერი 2010 წელს აქციების შესყიდვით. იგი ასევე ცნობილია ავსტრალიის მთავრობისადმი ოპოზიციონერობით. ჯინა 2011 წელს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალის პოზიციიდან 2014 წელს გახდა მეექვსე პოზიციის მფლობელი ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის. მას აქვს უამრავი ზეკომფორტულად მოწყობილი ვილა მთელ ავსტრალიაში, საოცარი ავტომანქანები, საოცარი სამკაულები, საოცარი მენიუ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობს, არ ტოვებს არცერთ კონცერტს მსოფლიო ვირტუოზებისას, არცერთ გამოფენას. ისვენებს საოცარ კურორტებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მოკლედ, იცის, როგორ მოიხმაროს ქონება. (აღფრთოვანებული ღიმილი). მამაკაცებო, ტყუილად არ იოცნებოთ ჯინაზე, რადგან არც ისეთი სულელია,

0
601
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0