x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რას გვამცნობს თქვენ საყვარელ პოზაში ჯდომა?
image

პოზა А



ადამიანები, რომლებიც ასე ჯდომა უყვართ, ძალიან კრეატიული და ქარიზმატული არიან. ისინი სპონტანურები არიან და დიდხანს არ ფიქრობენ რაიმეს გადაწყვეტილების მიღებაზე. დროდადრო შესაძლოა ასეთი საქციელი გარკვეულ უსიამოვნებებსაც იწვევს, მაგრამ მათი ბუნებრივი ხიბლი ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან გამოძვრენის საშუალებას იძლევა. ეს ადამიანები ცხოვრებას ავანტიურად აღიქვამენ და ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის. ისინი ასევე ძალზედ პოპულარულები არიან და ახალ მეგობრებს მარტივად იძენენ, თუმცა ასეთი კავშირი ძირითადად ხანმოკლეა.




პოზა B



ადამიანები, რომლებსაც ამ პოზაში ჯდომა უყვართ, ნამდვილი მეოცნებეები არიან. მათ აქვთ მდიდარი წარმოსახვა და შეუძლიათ მთლიანად გადაეშვან ოცნების სამყაროში. ისინი ძალზე მგრძნობიარეები არიან და ადვილად შეუძლიათ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, რა დროსაც საკუთარ თავს უკანა პლანზე აყენებენ. მათ უფრო უყვართ მოსმენა და არა ლაპარაკი, რა დროსაც საკუთარ გრძნობებთან კონტაქტში არიან.


პოზა С


ქაოტური ხალხია, რომელთაც უჭირთ კონცენტრირება და მშვიდად ჯდომა. მათი გონება ყოველთვის მოძრაობაშია და ხშირად მათი ენა გონებას წინ უსწრებს. მათ შეუძლიათ ადვილად მოიწყინონ და აქვთ დაბალი კონცენტრაციის დონე. ასეთი ადამიანები ყველაზე მეტად ბრწყინავენ მომატებული სიჩქარის და უამრავი გარე ფაქტორით გამოწვეული გაღიზიანების პირობებში. ურთიერთობებში არიან უანგაროები და სჭირდებათ ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა.


პოზა D


ისინი ხშირად ძალიან ჭკვიანი ადამიანები არიან, რომლებსაც კარგი რაციონალური აზროვნება აქვთ. ასევე ისინი პუნქტუალური და აკურატულები არიან. მათი ბინები ხშირად სუფთა და მოწესრიგებულია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. ცოტათი თავშეკავებულები არიან და არ უყვართ საკუთარი თავის შესახებ მცირე ინფორმაცია გაამჟღავნებაც კი. თუმცა უყვართ სხვაზე ჭორაობა . ასეთი ადამიანები სიმშვიდეს ინარჩუნებენ ნებისმიერ სიტუაციაში და იშვიათად გამოდიან წონასწორობიდან.


პოზა Е


ეს ხალხი ძალიან ამბიციურია და ძალზე აფასებენ საკუთარ კარიერას. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარი თავისთვის ამბიციური მიზნების დასახვას და მცირედით ნაკლებად კმაყოფილდებიან.

პირადულშიც მიზანდასახულები არიან.მაგალითად, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას და სიყვარულს. ისინი მიდრეკილნი არიან პერფექციონიზმისკენ, მათ შორის საკუთარი გარეგნობასაც დიდი ყურადღებას უთმობენ.

0
410
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0