x
image
ირინა მ.
როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა "კომუნალკებში"

ფილმში "ოქროს კერპი" («Золотой телёнок») კომუნალური საერთო საცხოვრებელი ბინების მეზობლებმა იმის გამო გაროზგეს ვასისუალია ლოხანკინა, რომ თავის დროზე არ გათიშა სინათლე. ეს ისტორია, რა თქმა უნდა გადაჭარბებულია, მაგრამ მას საკმაოდ რეალური საფუძველი აქვს. საბჭოთა კომუნალურ საცხოვრებელ ბინებში საქმე როზგებამდე არ მიდიოდა, მაგრამ საერთო წესების დარღვევით შესაძლებელი იყო მობინადრეების აღშფოთების გამოწვევა. ამასთან საცხოვრებლის კანონების ნუსხა ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა ოფიციალურ კანონმდებლობასთან. ძველ მობინადრეებთან კამათს კი აზრი არ ჰქონდა, ახალბედებს ხშირად თავის ადგილზე მიუთითებდნენ.

image

"კომუნალკების" სპეციფიკა

თავდაპირველად, საერთო კომუნალური ბინები ჩაფიქრებული იყო, როგორც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დროებითი ღონისძიება. ბინებად გადაკეთდა "ბურჟუაზიის წარმომადგენლების" ჩამორთმეული ბინებისა თუ სახლების ცალკეული ოთახები, ასევე სხვა დაწესებულებები. კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მიზანი, ადამიანების ყველა ფენის გათანაბრება იყო. ასე აღმოჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენის, წარმომავლობის თუ შეხედულების ადამიანი ერთ სივრცეში.

image

"კომუნალკების" პირველი ბინადრეები გუშინდელი კაპიტალისტები იყვნენ, ვისი საკუთრებაც საზოგადოებრივი გახდა. შემდეგ მათ შეუერთდა ის ხალხი, რომელთაც ინდივიდუალური ბინის ქონის შესაძლებლობა არ ჰქონდათ ან არ უნდოდათ. "კომუნალკებში" შეიქმნა სპეციფიკური გარემო- განსაკუთრებული კომუნალური მენტალიტეტის, სადაც ხშირი იყო კონფლიქტები, უსუფთაობა, სხვისი პირადი სივრცის უპატივცემულობა და დაბეზღებაც კი.

კომუნალური "ოჯახში" ცხოვრების წესები

საბჭოთა კავშირში შეიქმნა დოკუმენტი "საცხოვრებელი შენობით სარგებლობის წესები". ამ ინსტრუქციის მიზანი იყო "კომუნალკებში" ყოფითი ცხოვრების რეგულირება. ტექსტი გამოსაჩენ ადგილზე იდო და პუნქტები წითელი მელნით იყო მონიშნული, მაცხოვრებლების ყურადღების მისაქცევად. განსაკუთრებული ყურადღება სიწყნარის დაცვას ექცეოდა. მაგალითად, 20 საათის შემდეგ არ შეიძლებოდა ტელევიზორის მაღალ ხმაზე ამოწევა და მაღალ ტონებზე საუბარი. ახალბედებს ხშირად ასეთი ყაზარმული წესები არ აწყობდათ, მაგრამ როგორც წესი, უმრავლესობის აზრთან შეგუება უწევდათ. ასეთი სახის წესების უშიშარი დამრღვევები მხოლოდ ალკოჰოლიკები იყვნენ, რომლებიც პერიოდულად ხმაურიან "გამოსვლებს" აწყობდნენ. ასე რომ, აღნიშნული წესების ნუსხის არსებობა სულაც არ იძლეოდა მისი უნაკლოდ შესრულების გარანტიას.


image

წესრიგის დაცვის გაკონტროლების მიზნით მეზობლები ირჩევდნენ უფლებამოსი პირს, რომელიც კანტორასთან დამაკავშირებელი პირი იყო.

პირადი და "უპატრონო"

"კომუნალკების" სივრცე, დაუწერელი კანონით, დაყოფილი იყო პირად და საზოგადოებრივ ანუ "უპატრონო" სივრცედ. პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა მაცხოვრებლების ინდივიდუალური ოთახები, მეორე კატეგორიას კი საერთო სარგებლობის დერეფნები, სანკვანძები და სამზარეულო. საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ საზოგადოებრივ ტერიტირიებზე პასუხს არავინ აგებდა, ამიტომ ასეთი ადგილები ხშირ შემთხვევაში მოუვლელი იყო.

ის, რაც საზოგადოებრივ სივრცეების ტერიტორიაზე ფუჭდებოდა და წყობიდან გამოდიოდა, შეიძლება წლობით არ გაკეთებულიყო.


image

ვიწრო დერეფნებსი აშრობდნენ სარეცხს, აწყობდნენ გამოუყენებელ და არასაჭირო ნივთებს, რაც აფერხებდა წესრიგის დაცვას. საერთო სარგებლობის ოთახებს ალაგებდნენ მორიგეობის გრაფიკის მიხედვით, რომელსაც ხშირად არ იცავდნენ.

მაგიდასთან გრაფიკით

ყველაზე სამაგალითო, მეგობრული ატმოსფეროს მქონე "კომუნალკებში", ადამიანები მაგიდასთან ურთიერთშეთანხმებით სხდებოდნენ და ხშირად მენიუსაც ერთმანეთს უთანხმებდნენ. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, საერთო სამზარეულოში დაწესებული იყო რიგი, რაც რეგლამენტირებული იყო კედელზე გაკრული შესაბამისი გრაფიკით. ბევრი რამ დამოკიდებული იყო სამზარეულოს ფართზე. ვიწრო ფართის შემთხვევაში ეტეოდა მხოლოდ ორი გაზის ქურა და ერთი მაგიდა. ასეთ დროს მაცხოვრებლები იყოფდნენ გაზის ქურის კამფორებს-1 კამფორა 1 მობინადრეზე.



image

მაცივარში (თუ იყო) განთავსებულ პროდუქტებზე მეპატრონის ვინაობა იყო მითითებული ან თაროები დანაწილებული იყო ოჯახების მიხედვით. ზამთარში, გაუგებრობის (და ქურდობისაც კი) თავიდან აცილების მიზნით, პროდუქტებს ოთახის ფანჯრიდან გარეთ კიდებდნენ. შენობის ფასადზე გადმოკიდული სხვადასხვა ფერის ჩანთების მიხედვით შეიძლებოდა მიხვედრა, რომ აღნიშნული შენობა კომუნალურ საცხოვრებელს წარმოადგენდა.

უნიტაზის პირადი თავსახური

საბჭოთა "კომუნალკების" მტკივნეული ადგილი სააბაზანო და ტუალეტი იყო. აბაზანას ასეთ ბინებში საერთოდ არ იღებდნენ, რადგან ასეთ პირობებში ეს პროცედურა არაჰიგიენური იყო, ამიტომ კმაყოფილდებოდნენ შხაპით. შხაპზე კი გრაფიკი იყო დაწესებული. სკრუპულოზური მეზობლები უფლებას აძლევდნენ თავს, გაეკონტროლებინათ "აბანოს" რეგლამენტი; ვინ, როდის და რამდენი ხნით სარგებლობდა.

საბჭოთა "კომუნალკების" ტუალეტის კედლებზე, როგორც წესი, განთავსებული იყო უნიტაზის თავსახურები. ყოველ ოჯახს თავისი საკუთარი თავსახური ჰქონდა. ამ პრინციპით იყო ტუალეტის ქაღალდიც. ამაზე ხუმრობაც კი არსებობდა: ტოტალურად საეჭვო სტალინის 30-იანებში საბჭოთა "კომუნალკებში" ხშირი იყო მეზობლების ერთმანეთზე დასმენა. ისინი ბრალს სდებდნენ ერთმანეთს მემარჯვენე ტროცკიზმში-თუ ვინმე ტუალეტში ბელადის პორტრეტიან გაზეთს გამოიყენებდა.


image








გადახედეთ სხვა სტატიებსაც:







რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


სხვადასხვა რომანის გმირები საბჭოთა და საზღვარგარეთის კინოს მსახიობების შესრულებით

image


როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა

image


სტუმრად ქეით უინსლეტთან: ექსკურსია მსახიობის ნიუ-იორკის პენტჰაუსში

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image


ჩვენთვის ნაცნობი მე-20 და 21-ე საუკუნეების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შედარება

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით

image


ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ორეული

image








1
1088
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1088
  
0 1 1