x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვამსხვრევთ მითებს კბილის პასტების შესახებ. 5 პროდუქტი, რომელიც კბილებს ყველაზე მეტად ვნებს

სტომატოლოგების ერთი ნაწილი კბილის პასტის მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული პოლიტიკის წინააღმდეგ ილაშქრებს და ამ პროდუქტის შესახებ, ყველაზე პოპულარულ მითებს ამსხვრევს. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ კბილის პასტა არც კბილებს ათეთრებს, არც კარიესს ებრძვის და მისი საშუალებით, ღრძილებიდან სისხლდენის მკურნალობა შეიძლება.


image


მათი თქმით, კონკრეტული დანიშნულების, ძვირად ღირებული კბილის პასტების და ჩვეულებრივი პასტის ეფექტი, თითქმის, ერთნაირია. ასევე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ ქვეყანაშია ის წარმოებული. ამის ნაცვლად, ყურადღება იმას უნდა მიექცეს, თუ რამდენად საიმედოა მწარმოებელი კომპანია.

imageექსპერტების განცხადებით, არ არსებობს კბილის ემალის გამათეთრებელი პასტები. რეალურად, ეს პასტები კბილებს, უბრალოდ წმენდს და მეტი არაფერი. პარადონტოზის სამკურნალო პასტის არსებობაც, ასევე მწარმოებლი კომპანიების ხრიკია! ამიტომ, სპეციალური პასტების და სავლები საშუალებების გამოყენების ნაცვლად, უმჯობესია ექიმთან წასვლა და ღრძილებთან დაკავშირებული პრობლების პროფესიონალთან მოგვარება (ღრძილებიდან სისხლდენას, უმეტეს შემთხვევაში, ქვები იწვევს, რომლის მოცილება სტომატოლოგის გარეშე შეუძლებელია).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტები გარკვეულ ეფექტს იძლევა, თუმცა, მხოლოდ დროებით.

იგივე სიტუაციაა კარიესის საწინააღმდეგო კბილის პასტასთან დაკავშირებითაც: ზოგი პასტა ეფექტურ ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ კარიესის გავრცელების შეჩერება და სრული განკურნება არ შეუძლია. გარდა ამისა, თუ კბილს კარიესის პრობლემა აქვს, მკურნალობის პერიოდში, ტკბილეულის მირთმევა არ შეიძლება. ასე, რომ, კარიესთან კბილის პასტით ხანგრძლივ ბრძას და გემრიელობებისგან თავის შეკავებას, სტომატოლოგთან 1–2 ვიზიტი ნამდვილად სჯობია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კბილების დაზიანება მხოლოდ ტკბილეულს კი არა, სხვა პროდუქტსაც შეუძლია. ამიტომ, სტომატოლოგები ასეთი პროდუქტების სიფრთხილით მოხმარების რეკომენდაციას იძლევიან. კბილებისთვის პოტენციურად სახიფათო პროდუქტების სია კი ასეთია:

imageპოპკორნი – შეიძლება, სიმინდის მარცვლის ნაწილები კბილებს შორის გაიჭედეოს და ღრძილების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

ჩირი – სასარგებლოა ორგანიზმისთვის, მაგრამ სახიფათოა კბილებისთვის, რადგან მასში არსებული ხილის შაქრის მაღალი კონცენტრაცია კბილების მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

მზესუმზირა – ჩენჩოს მოცილების დროს, წინა კბილების ემალი ზიანდება. ხოლო, მისმა წვეტიანმა ფორმამ, შეიძლება, ღრძილები დააზიანოს და ანთებითი პროცესი გამოიწვიოს.

კოფეინის შემცველი სასმელები – ეს სასმელები, მოხმარებიდან ერთი საათის მანძილზე, ნერწყვის გამომუშავებას აფერხებს და ამ ხნის განმავლობაში, კბილები გარე საფრთხეებისგან დაუცველი ხდება.

ენერგეტიკული სასმელები – მჟავები და შაქრი, რომელსაც მაღალი კონცენტრაციით შემცავს ეს პროდუქტი, ძალიან სწრაფად ანადგურებს კბილის ემალს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. დედა ტერეზა – წმინდანი, თუ დემონი ანგელოზის იერით

2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. ჰაეროვანი პასკა, რომელიც პირში დნება


0
168
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0