x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო — აღმოჩენილია ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ყავის რეგულარულად მოხმარებას ღვიძლის ცეროზისგან დაცვა და ამ ორგანოს კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია.


image


აღნიშნული კვლევის შედეგები სამედიცინო ჟურნალში – Alimentary Pharmacology and Therapeutics არის გამოქვეყნებული, რომელშიც ძირითადად, სტატიები წამლების ორგანიზმზე მოქმედების შედეგების შესახებ იბეჭდება.

imageსტატიაში აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა, 45–დან – 65 წლამდე ასაკის, 14 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზი გააკეთეს, რომლებსაც ღვიძლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ. ისინი ყურადღებას, ძირითადად, ამ ადამიანების ცხოვრების წესზე და კვების რაციონზე ამახვილებდნენ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყავის მოყვარულებს ღვიძლის ციროზი 21%–ით ნაკლებად ემართებათ, ვიდრე მათ, ვინც ამ სასმელს არ მოიხმარდა.image
გარდა ამისა, ექსპერტებმა ასევე დაადგინეს დამოკიდებულება ყავის მიღების ოდენობასა და ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს შორის. მაგ., გაირკვა, რომ მათ, ვინც დღეში 2 ფინჯან ყავას მოიხმარს, დაავადების რისკი 44% უმცირდება, ხოლო, 3 ფინჯანი ყავის შემთხვევაში – 57%, იმათ კი, ვინც დღეში 4 ფინჯან ყავას სვამს, ცეროზით დაავადების ალბათობა, 65% –მდე აქვს შემცირებული.

თუმცა, მედიკოსები იქვე გვაფრთხილებენ, რომ ამ სასმელის დიდი რაოდენობით მოხმარებამ, შეიძლება, ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. მაგ., ყავას შეუძლია ნერვული სისტემის დაზიანება, გასტროეზოფაგური რეფლუქსის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების გამოწვევა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური


0
446
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0