x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დედა ტერეზა – წმინდანი, თუ დემონი ანგელოზის იერით
image


წმინდა ტერეზა კალკუტერლი, იგივე დედა ტერეზა, მისიონერ ქალთა კათოლიკური ორგანიზაციის — «ქველმოქმედების მისიონერების» დამფუძნებელი და ყველა უმწეოს და ავადმყოფის დამხმარე იყო. ის არ ჰგავდა ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობაზე ოცნებობენ. მას ბავშვობიდან სურდა იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ამას საჭიროვებდნენ. მაგრამ, რეალურად, იყო კი ის ასეთი გულმოწყალე?.. და რატომ უწოდეს მას სიცოცხლეშივე, ვატიკანის მკვლელი?


აგნესის გზა დედა ტერეზამდე


აგნეს გონჯა ბოჯიუ (ალბ. Agnes Gonxha Bojaxhiu) 1910 წლის 27 აგვისტოს ქ. სკოპიეში (ჩრდ. მაკედონია), კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. ჰყავდა და და ძმა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო და გოგონას მშობლები სხვებს გამუდმებით ეხმარებოდნენ. ასე, რომ, აგნესი, ადრეული ასაკიდან, მათგან გულმოწყალობას სწავლობდა და მალე მიხვდა, რომ ეს ის იყო, რისი კეთებაც ძალიან მოსწონდა და მზად იყო, მთელი ცხოვრების მანძილზე, უპოვარებზე ეზრუნა.


image


ოჯახს მშვიდი ცხოვრება პირველმა მსოფლიო ომმა დაურღვია. მაშინ გოგონა მხოლოდ 4 წლის იყო. 1919 წელს კი, მას მამა გარდაეცვალა და ოჯახის შენახვის მთელი ტვირთი, მხრებზე დედას დააწვა. ქალი დღე და ღამე მუშაობდა, რომ საკუთარი 3 და კიდევ 6 ობოლი ბავშბი შეენახა, რომელიც ოჯახმა ომის შემდეგ აიყვანა.

გავიდა დრო და თანდათანობით ცხოვრება დალაგდა. აგნესი რომ წამოიზარდა, სწავლა საეკლესიო სკოლაში დაიწყო და ლოცვებს მოუხშირა. გოგონას 12 წელი რომ შეუსრულდა, მან გაზეთში სტატია ნახა, რომელშიც საუბარი ინდოელ მისიონერებზე იყო და იქიდან მოყოლებული, ის მათ შორის ყოფნაზე ოცნებობდა. ხოლო, როდესაც 18 წლის გახდა, პარიზში გაემგზავრა, სადაც «წმინდა ლორეცოს» მონაზონთა ორდენში გასაუბრება გაიარა. «ახალ ცხოვრებაში» აგნესის გასაცილებლად, მისი ყველა ნათესავი მივიდა. განშორება მძიმე იყო, განსაკუთრებით, დედისთვის, რადგან იმ დღის შემდეგ, მათ ურთიერთობა მხოლოდ წერილებით ჰქონდათ და ერთმანეთი აღარ უნახავთ.


image


პარიზიდან აგნესი ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც ინგლისური ენა შეისწავლა, რადგან ენის ცოდნის გარეშე, ინდოეთის მისიაში არავის ღებულობდნენ (იმ დროს, ინდოეთი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა). ხოლო, რამდენიმე თვის შემდეგ, ის ინდოეთის აღმოსავლეთით, ქ. კალკუტაში გაემგზავრა, რომელიც მისთვის მეორე სახლად იქცა. წლების მანძილზე, აგნესი მონასტერთან არსებულ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. 27 წლის ასაკში კი, მონაზვნად აღიკვეცა.

სამონასტრო სკოლაში, რომელშიც გოგონა ასწავლიდა, ბავშვები მხოლოდ შეძლებული ოჯახებიდან დადიოდნენ და ის ნამდვილი სამოთხე იყო, იმ ჯოჯოხეთის ფონზე, რომელიც მონასტრის კედლებს მიღმა სუფევდა — სიღარიბე, ავადმყოფობა, ანტისანიტარია... მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა — ყოველივე ზემოთ თქმულს, შიმშილიც დაემატა.

და ტერეზამ, მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობისგან ქველმოქმედების განხორციელების უფლება მიიღო, ქალაქის ღარიბი მოსახლეობის დახმარება დაიწყო. სულ მალე, მან სკოლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რათა იქ ეცხოვრა, სადაც მისი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ: ის უმწეოებს აჭმევდა, აბანავებდა და ავადმყოფებს მკურნალობდა... და უკვე 2 წლის შემდეგ, მოწყალების დების მისია ჩამოაყალიბა. ამასთან, ორგანიზაციის წევრები ყველაფერს უფასოდა აკეთებდნენ, რადგან აღთქმა ჰქონდათ დადებული, რომელიც გაწეული დახმარებისთვის, ნებისმიერი სახის ანაზღაურების მიღებას კრძალავდა. 1948 წელს კი, მან საქველმოქმედო ორდენი ჩამოაყალიბა, რომელსაც გაჭირვებულ ადამიანებზე უნდა ეზრუნა.



დიდი აღიარება


image


50-იან წლებში, მეცენატების დახმარებით, დედა ტერეზამ ინდოეთში ჰოსპისების, თავშესაფრების და სკოლების შექმნა დაიწყო, რომელშიც ბავშვებს უნდა ესწავლათ ღარიბი ოჯახებიდან. დროთა განმავლობაში, მისი ორდენის საქმიანობამ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოიცვა. ამჟამად, ორდენის მიერ დაარსებულ, 100-ზე მეტ ქვეყანაში, ათასზე მეტი მოწყალების სახლი და ფილიალი ფუნქციონირებს, რომლებიც ძირითადად, მძიმე სოციალური ფონის მქონე ქვეყნებში ან ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ ქვეყნებში მდებარეობს.

დედა ტერეზას სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი. თავად ის კი, უამრავი პრესტიჟული ჯილდოს და პრემიის მფლობელი გახდა, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, «ტანჯული ადამიანების დახმარების მოღვაწეობისთვის», 1979 წელს მიღებული ნობელის პრემია იყო. ხოლო, დედა ტერეზას გარდაცვალება, მსოფლიო საზოგადოებამ პირად მწუხარებად მიიღო...
პირველად ის ავად 1983 წელს გახდა, როდესაც გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა და იქიდან მოყოლებილი, სიცოცხლის ბოლომდე, გული ყოველთვის აწუხებდა. მას სიკვდილის არ ეშინოდა და ღმერთთან შესახვედრად ყოველთვის მზად იყო. ხოლო, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუარესდა, ორდენის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება სხვას გადააბარა. თავად კი, სამკურნალოდ, ამერიკაში გაემგზავრა. მაგრამ, მკურნალობამ ვეღარ უშველა და 1997 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის გამო, ინდოეთში გლოვა გამოაცხადეს.


image


გარდაცვალებიდან რამდენიმე საათიში, მისი სხეულის ბალზამირება მოხდა და დედა ტერეზა, ერთი დღით, ორდენის სამლოცველოში დაასვენეს. შემდეგ, მისი სასახლე წმ. თომასის ტაძარში გადაიტანეს. მთელი კვირის მანძილზე, არ შეწყვეტილა მასთან დამშვიდობების მსურველი ხალხის ნაკადი, რომელთა შორის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და უბრალო ადამიანები იყვნენ. წმინდანის დაკრძალვის ცერემონია კი, სტადიონზე გაიმართა და პირდაპირ ეთერში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გადაიცემოდა.


დემონი, ანგელოზის იერით


დედა ტერეზას მსოფლიო აღიარება 1969 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე BBC-ს დოკუმენტური ფილმი, — «რაღაც მშვენიერი ღმერთისთვის» გამოვიდა. მაგრამ, ეს, მონაზონზე მომზადებული გულისამაჩუყებელი სიუჟეტის გამო კი არ, უფრო იმ «საოცრების» დამსახურებით მოხდა, რომელსაც ადგილი ფლიმის გადაღების პროცესში ჰქონდა:

ჟურნალისტი მტკიცებით, გადაღების დროს, «მომაკვდავთა სახლში» (ჰოსპისი) შუქი არ იყო, მაგრამ ამას მუშაობაში ხელი არ შეუშლია, რადგან უეცრად, საიდანღაც, «უფლის სინათლე» გაჩნდა. ხოლო ოპერატორმა, ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მან, უბრალოდ, ახალი ფირი გამოიყენა, რომელიც სიბნელეში გადაღებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ, მაყურებელს ამ ისტორიის ჟურნალისტისეური ვერსია უფრო მოეწონა, ვიდრე ღამის გადაღებისთვის გაუმჯობესებული ფირის ხარისხის ფაქტი.

2003 წლის ოქტომბერში კათოლიკურმა ეკლსიამ დედა ტერეზა ნეტარად, ხოლო 2016 წელს, წმინდანად შერაცხა. ბევრი დღემდე თვლის, რომ ის ჩვენი ეპოქის ყველაზე კაცთმოყვარე და თანამგრძნობ ადამიანი იყო...

თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მისი ცხოვრების ცალკეულ მომენტებს, არც ისე დადებითად ახასიათებენ. ამ ქალის ბნელი მხარის შესახებ, პირველად საზოგადოებამ 1994 წ. შეიტყო, როდესაც ეკრანებზე დოკუმენტური ფილიმი — «ანგელოზი ჯოჯოხეთიდან» გამოვიდა, რომელშიც სიმართლეა მოთხრობილი მონაზონის და მისი ორდენის საქმიანობის შესახებ.




მის მიერ დაარსებული, ერთ-ერთი ჰოსპისის ყოფილმა თანამშრომელმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, რაც იქ რეალურად ხდებოდა. მისი თქმით, ამ სამკურნალო დაწესებულებებში ძალიან ცუდი პირობები იყო: სრული ანტისანიტარია, საშინელი საკვები, მედიკამენტების მუდმივი დეფიციტი... ერთ ოთახში ტანჯვით მამაკაცები იხოცებოდნენ, ხოლო მეორეში — ქალები. იქ ადამიანები პროფესიული სამედიცინო დახმარების მიღების იმედით მიდიოდნენ, მაგრამ მათი მკურნალობა არავის შეეძლო, რადგან ასეთ სახლებში, ჩვეულებრივი, მოხალისეები მუშაობდნე, რომლებსაც მხოლოდ დედა ტერეზას წმინდა საქმის სჯეროდათ და მედიცინის არაფერი გაეგებოდათ.


image


პაციენტებს, ძირითადად, ასპირინით და იაფფასიანი მედიკამენტებით მკურნალობდნენ. წვეთოვანა დეფიციტში იყო, ხოლო ნემსების გამოხარშვა არ ხებოდა და მხოლოდ ცივ წყალში რეცხავდნენ, ერთჯერად შპრიცებზე და დეზიმფექციის ჩატარებაზე ხომ, საუბარიც არ იყო... ასეთი ანტისანიტარიის გამო, ავადმყოფობა ერთი ადამიანისგან მეორეს ედებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც ამ დაწესებულებაში ადამიანი ერთი დაავადებით ხვდებოდა, ხოლო დროთა განმავლობაში, მას სხვა დაავადებებიც ემატებოდა და თუ ადრე, მისი განკურნება ანტიბიოტიკებით შეიძლებოდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, უკვე ოპერაცია იყო საჭირო.
ყველაზე დიდი საშინელაბა კი ის იყო, რომ დედა ტერეზა პაციენტებისთვის გამაყუჩებლის მიცემას კრძალავდა. ის ამას იმით ხსნიდა, რომ ტკივილით ღარიბები საკუთარ ხვედრს იღებენ, რადგან იესოსავით იტანჯებოდნენ, ხოლო ტანჯვა კი, როგორც ამბობდა — უფლის შვილის ამბორი იყო. ამის გამო, ბევრი პაციენტი დაავადებისგან კი არა, ტკივილით გამოწვეული შოკით იღუპებოდა.

დედა ტერეზას მთავარი ამოცანა, როგორც ჩანს, ადამიანის განკურნება კი არა, მათი კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა, ამ ცხოვრების ტანჯვისგან გათავისუფლება და «უკეთეს სამყაროში გადაყვანა» იყო. ხოლო, თუ ვინმე გამოჯანმრთელდებოდა, ყველას ეუბნებოდა, რომ ის რწმენის ძალამ განკურნა. გარდაცვლილებზე კი, კომენტარი არ კეთდებოდა...
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ როდესაც რომელიმე მონაზონი ავად ხდებოდა, ის მას საკუთარ დაწესებულებაში კი არ მკურნალობდა, კერძო თვითმფრინავით, კალიფორნიაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში გზავნიდა. ხოლო, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თავად მოგზაურობდა, ყოველთვის მაღალი კლასის სასტუმროში ჩერდებოდა და ეს იმის მიუხედავად, რომ მას ირგვლივ მყოფები უფრო მოკრძალებულად ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ — დედა ტერეზამ სიღარიბე კულტად აქცია, თუმცა თავად, ფუფუნება და კომფორტი უყვარდა.

ამ იდუმალ ქალბატონში კიდევ ბევრი რამ იყო წინააღმდეგობრივი... მაგ., ის ყოველთვი აბორტების და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგი იყო. მაგრამ, როდესაც აწყობდა, ამას ივიწყებდა: როდესაც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმ, რომელიც მისი ახლო მეგობარი იყო, იძულების წესით, ღარიბების სტერილიზაცია დაიწყო (მამაკაცებს პროცედურას მესამე შვილის შეძენის შემდეგ უტარებდნენ, ხოლო ქალს, მეოთხე ფეხმძიმობაზე, აბორტი უნდა გაეკეთებინა), მონაზონმა პრემიერს გადაწყვეტილება მოუწონა.
მაგალითი მეორე: თავდაპირველად მას იგივე პოზიცია ჰქონდა გაყრებთან დაკავშირებითაც. თუმცა, როდესაც მისმა კიდევ ერთმა მეგობარმა, პრინცესა დიანამ განქორწინება გადაწყვიტა, დედა ტერეზა მასაც დაუდგა მხარში და უთხრა, რომ თუ სიყვარული გაქრა, მაშინ ქმარს უნდა გაშორებოდა...


image


თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, თუ სად მიჰქონდა მას ფული, რომელიც მისიისთვის, შემოწირულობის სახით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ირიცხებოდა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან არაერთი ფულად პრემიაც მიიღო.

არსებობს მოსაზრება, რომ იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა, ჰოსპისების შექმნა კი არა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკის აშენება შეიძლებოდა... ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად მიდიოდა და რაში იარხარჯება ფონდის სახსრები, დედა ტერეზა პასუხობდა, რომ ასეთი კითხვების დასმის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ ის ღმერთს ესაუბრებოდა.
გარდა ამისა, მას, როგორც ამბობენ, მას კრიმინალურ სამყაროსთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რომ, ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს, ის თაღლითებისგან და დიქტატორი–პოლიტიკოსებისგან იღებდა.
მაგ., 1981 წელს დედა ტერეზა ჰაიტიზე ჩავიდა, რომელსაც ჟან-კლოდ დიუვალიე მართავდა. ამ უკანასკნელმა, თანამდებობა მემკვიდრეობით, დიქტატორი მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. ჰაიტი იმ დროს, ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უღარიბესი ქვეყანა იყო, რომელშიც კორუფცია ყვაოდა, ხდებოდა პოლიტიკური მკვლელობები, ხალხი სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდა და სიკვდილიანობის მაღალი დონე იყო. თუმცა, ხელისუფლებისგან 1, 5 მლნ. დოლარის მიღების შემდეგ, დედა ტერეზამ საქვეყნოდ განაცხადა, რომ მსოფლიოში სხვაგან არსად უნახავს, რომ ხელისუფლებას და ღარიბ მოსახლეობას შორის, ასეთი მჭიდრო კავშირი ყოფილიყო.

იმის გამო, რომ მისი ფონდი საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნოდა, დიდი ხნის მანძილზე, არ კონტროლდებოდა. მაგრამ, ყველას გაუკვირდა, რომ 1998 წ. ორგანიზაციებიდან ფულადი დახმარების რეიტინგში, კალკუტის ორდენი, რომელსაც დედა ტეეზა ხელმძღვანელოა, TOP-200–შიც კი ვერ მოხვდა. ხოლო, მანამდე, 7 წლით ადრე, ერთ-ერმა გერმანულმა გამომცემლობამ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ დედა ტერეზას ანგარიშებზე გადარიცხული თანხებიდან, მონაზონი გაჭირვებულების დასახმარებლად, მხოლოდ შემოწირულობის 7% ხარჯავდა. ხოლო, დანარჩენი თანხა, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი, ფონდის ანგარიშზე, ვატიკანის ბანკში ინახებოდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ძველი მსოფლიოს კოსმოდრომები

2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები
5. 5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

6. ჰაეროვანი პასკა, რომელიც პირში დნება

1
511
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
511
  
2021, 3 მაისი, 23:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1