x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაპოვნია დედინაცვლის შემზარავი მიმოწერა ქმართან,სანამ 5 წლის გერს მოკლავდა
image

ჰონგ-კონგის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 29 წლის მამას და 30 წლის დედინაცვალს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სასტიკი მოპყრობა შვილების მიმართ, რაც შიმშილით, ცემით და წამებით გამოიხატებოდა, რომელიც საბოლოოდ 5 წლის გოგონას გარდაცვალებით დასრულდა.




როდესაც გოგონა ცოცხალ-მკვდარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ბავშვს სხეულზე ექიმებმა 130 იარა და წყლული აღმოუჩინეს, განვითარებული იყო სეფსისი, სამწუხაროდ ექიმებმა პატარა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

image


დაიწყო გამოძიება, რა დროსაც სამართალდამცავებმა ამოიღეს ბავშვების მშობლების მიმოწერა, რა დროსაც დედინაცვალი მამას სწერდა, იმდენად აუტანლები იყვნენ გერები მისთვის(ბიჭუნა და უმცროსი და) რომ მზად იყო მოეკლა ისინი.

"ცოტაღა მიკლია და მზად ვარ მოვკლა იგი"(საუბარია გოგონაზე), რაზეც ქმარი პასუხობს :"მიდი და გააკეთე ეს, თუ შენს მოთმინების ფიალას ავსებს".


სამწუხაოდ ბავშვის გაჭირვება ვერავინ შენიშნა თავის დროზე, გოგონამ საბავშვო ბაღში დახატა საშინელი ნახატი, რომელიც გადმოსცემდა გოგონას რეალურ მდგომარეობას-ბინა, რომლის იატაკი, ჭერი და კედლები სისხლით იყო მოთხვრილი, ხოლო ოთახის ცენტრში ხელგაშვერილი ქალი იდგა.

image




გამოძიებამ ამოიღო აგრეთვე დედინაცვლის მიმოწერა დაქალთან, სადაც ის ამბობს, რომ როგორც კი ბავშვი იწყებს ლაპარაკს ან, ტირილს, იმ დონეზე სძულს, რომ ურჩევნია მოკვდეს.


დედინაცვლის ღვიძლი ქალიშვილმა, რომელიც ამ საშინელი დანაშაულის უნებლიე მოწმე გახდა, თქვა რომ მომაკვდავი გოგონას უკანასკნელი სიტყვები იყო:"ძალიან მეშინია".


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.





0
330
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0