x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უძილობა გონნაკლულობას და ინტიმურ პრობლემებს იწვევს ქალებში
imageგამოცემა Nature Commubications– მა გამოაქვეყნა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც მათ დაადგინეს, რომ ძილის ნაკლებობა ზრდის ასაკოვანი ჭკუასუსტობის ალბათობას 50-70 წლის ასაკში.


კვლევის დროს სპეციალისტებმა შეისწავლეს გრძელვადიანი კვლევის Whitehall II- ის მონაცემები 7959 მონაწილეზე, რომელიც 1985 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა დაავადებების გავრცელების სოციალური მიზეზების გამოვლენას, რომლებიც გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.

მეცნიერებმა 25 წლიანი კვლევის პერიოდში გადაწყვიტეს გაერკვიათ კავშირი ძილის ნაკლებობასა და დემენციის განვითარებას შორის.


შედეგად, მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ 521 ადამიანს განუვითარდა დემენცია, დაავადების ყველაზე მაღალი პროცენტული შემთხვევა იმ 50-70 წლის მონაწილეებს ჰქონდათ, რომლებსაც დღეში 6 საათზე ნაკლები ეძინათ.



მათ დაადგინეს, რომ 50 წლის ასაკში ამ დაავადების განვითარების ალბათობა 1, 22 ჯერ გაიზარდა, ხოლო 60 წლის ადამიანებში 1, 37 ჯერ. ხოლო 70 წლის ადამიანებში რისკი 1, 24 ჯერ გაიზარდა. საერთო ჯამში, ძილის უკმარისობის გამო ასაკოვანი ჭკუასუსტობის განვითარების რისკი 30% -ით არის მომატებული.


პარალელურად გამოცემა Menopause: The Journal of the North American Menopause Society-მ დასკვნა, რის მიხედვითაც ძილის ნაკლებობა თითქმის აორმაგებს ქალებში სექსუალური პრობლემების ალბათობას. კერძოდ, ეს უარყოფითად მოქმედებს ლიბიდოზე და ამცირებს სიამოვნების დონეს.

სამუშაოს ფარგლებში, მეცნიერებმა გამოკითხეს 3400-ზე მეტი ქალი, რომელთა საშუალო ასაკი 53 წელი იყო. მათ დაუსვეს კითხვა ძილის ხარისხის შესახებ და სთხოვეს შეეფასებინათ, თუ რამდენად კმაყოფილები იყვნენ სექსუალური ცხოვრებით. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები, რომლებსაც 5 საათზე ნაკლები სძინავთ, უფრო უკმაყოფილოები საკუთარი სექსუალური ცხოვრებით.

0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0