x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყალბი Pfizer-ის ვაქცინა ორ ქვეყანაში აღმოაჩინეს
image

ყალბი Pfizer–ის ვაქცინის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა მექსიკასა და პოლონეთში, იუწყება The Wall Street Journal-ი.


მექსიკაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამოიღო ფალსიფიცირებული ვაქცინა, თაღლითებმა მოსწრეს და 80 ადამიანს გაუკეთეს ყალბი Pfizer-ი, რომელსაც 1000 დოლარად ყიდდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.მექსიკის შტატ ნუევო–ლეონის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფალსიფიცირებული ფლაკონები ლუდისთვის განკუთვნილ მაცივრებში ინახებოდა და ყალბი ეტიკეტი ჰქონდა მიკრული.



რაც შეეხება
პოლონეთს, ვაქცინის საფარქვეშ, ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალებას ასაღებდნენ.ფალსიფიცირებული ვაქცინა ერთ–ერთი მოქალაქის ბინაში იპოვეს, ისე, რომ აცრა ვერავინ მოასწრო.



ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ აღმოჩენილი ფლაკონები კომპანია Pfizer–ს გადაუგზავნა შესამოწმებლად. კომპანიამ დაადასტურა, რომ ისინი ყალბი იყო.



ეს მეორე შემთხვევაა მექსიკაში, როდესაც ყალბი ვაქცინა აღმოაჩინეს.გასულ თვეში მექსიკაში დააკავეს ჰონდურასის მოქალაქეები, რომლებიც კერძო თვითმფრინავით, ყალბი რუსული ვაქცინა Sputnik V -ის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ, თუმცა კურიოზი ისაა, რომ პოლიციას დამნაშავეები გაეპარა.

0
63
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0