x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
6 არაჩვეულებრივი სკრაბი ჯანსაღი და ბზინვარე თმისთვის: ქერტლის მოცილება, თმისცვენის შეჩერება, თმის ზრდის გაძლიერება

ჯანმრთელი და ბზინვარე თმისთვის ემულგატორებისა და კონსერვანტების შემცველი შამპუნების გამოყენება სულაც არაა მიზანშეწონილი. ქართველებს თმის სტრუქტურა ოდითგან ჰქონდათ განსხვავებულად ჯანმრთელი და ამისთვის შამპუნებს კი არა, ბინებრივ საშუალებებს იყენებდნენ. თმის მოვლა თავის თმიანი ნაწილის კანის მოვლით უნდა დაიწყოთ და არა მხოლოდ თმის მოვლით! თმის სტრუქტურა უმჯობესდება არა ბოლოებიდან, არამედ თმის ძირებიდან. ბოლოჭამიების გაჩენაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ თმის ბოლქვებში არაა საქმე კარგად და ჯანსაღად.


მარილი, თაფლი და ქოქოსის ზეთი
image


ამ სკრაბს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ის იცავს სკალპს ზედმეტი ცხიმიანობისგან. ამ სკრაბის დასამზადებლად დაგჭირდებათ სუფრის კოვზი თაფლი, სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ჭიქა მარილი. ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ და წაისვით თქვენს სკალპზე, ნარევი 10 წუთის განმავლობაში დაიტოვეთ თავის კანზე. ჩამოიბანეთ რბილი შამპუნით.

შაქარი, თაფლი და ზეთისხილის ზეთი
image


ეს სკრაბი შესანიშნავად მოქმედებს რდა შეუძლია გააძლიეროს თქვენი თმის ფოლიკულები. ეს სკრაბი გაასუფთავებს სკალპს საფიძვლიანად ჭუჭყისა და ქერტლისაგან. რამდენიმე სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს დაუმატეთ ყავისფერი შაქარი და თაფლი და თქვენ მზად გაქვთ შესანიშნავი სკრაბი. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ძმრიანი თბილი წყლით.


ჟოჟობას ზეთის და ყავისფერი შაქრის სკრაბი

image


ეს ორი ინგრედიენტი შესანიშნავია, რადგან ორივე ძალიან კარგად მოქმედებს თავის კანზე. ეს სკრაბი დაიცავს თქვენს თმას გარემო პირობებით, გამონაბოლქვებით მირებული სტრესისგან და უზრუნველყოფს რეჰიდრატაციას. 1 ჩ.კ ყავისფერ შაქარს რამდენიმე სუფრის კოვზი ჟოჟობას ზეთი, ცოტაოდენი მარილი და ლიმონის წვენი დაამატეთ. ეს სკრაბი შესანიშნავია თვეში რამდენჯერმე გამოსაყენებლად.





მარილი და ზეითუნის ზეთი სკრაბი
image

ეს სკრაბი არაჩვეულებრივია გამოსაყენებლად, თუკი ნამდვილად გსურთ კანის თავის ღრმა და გამაახალგაზრდავებელი გამწმენდი საშუალება. ეს არის როგორც დეტოქსიკაციის გამომწვევი, ასევე დამატენიანებელი. ამ სკრაბს შეუძლია ქერტლის მოცილება. ზეითუნის ზეთი შესანიშნავია, რადგან იგი შეიცავს უამრავ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მოქმედებენ ბუფერულად, დაზიანებისგან დასაცავად. ეს სკრაბი რამდენიმე სუფრის კოვზ მარილის, ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის შერწყმას.

ყავისფერი შაქრისა და შვრიის სკრაბი

image

ეს შესანიშნავი სკრაბია თქვენი სკალპის ნაზად მოსავლელად, თუ ზოგიერთი შემოთავაზებული სკრაბი მკაცრი ექსფილიატორიია თქვენი სკალპისთვის. ყავისფერი შაქარი და შვრიის ფაფა ხელს უშლის ჭუჭყს ნაზად აშორებს, ასევე ზრდის ფოლიკულებში სისხლის ცირკულაციას. ყავისფერი შაქრისა და შვრიის ბურღული შეურიეთ თმის კონდიციონერს და წაისვით სკალპზე.


დარიჩინის სკრაბი

image

თუ თქვენ ეძებთ თქვენი თმის სიმტკიცეს, რადგან გცვივათ, უნდა მიხედოთ ფოლიკულებს - გააძლიეროთ ისინი. ამაში დაგეხმარებათ დარიჩინი. სანელებელი, რომელიც ძალიან კარგია უამრავი მიზეზის გამო. დარიჩინი ასევე შესანიშნავია თმის ზრდის დამატებითი გაძლიერებისათვის. ამ სკრაბისთვის საჭიროა 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, 2 სუფრის კოვზი დარიჩინი და 2 წვეთი ლავანდის ზეთი, ვარდის წყალი, პიტნის ზეთი. ამ ინგრედიენტების შერწყმის შემდეგ შეიზილეთ თმაში და გააჩერეთ 10 წუთით. კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.


0
90
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0