x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„ორი თვე გიმალავდით“ – ნუცა ბუზალაძე რუსეთში იმღერებს
image


ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე რუსულ მუსიკალურ შოუში „ყველა ერთად“ მონაწილეობს. შოუს შესარჩევი ტურის ვიდეო, ნუცამ ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და ადამიანებს, რომლებიც მას კონკურსზე გასვლაში დაეხმარნენ, მადლობა გადაუხადა.~

,

„მოკლედ, ამას გიმალავდით 2 თვე, არ მქონდა უფლება რომ მეთქვა სანამ არ გამოვიდოდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დათუნა სულიკაშვილს, იმისთვის რომ ზუსტად ის გამიკეთა, რაც ამ გამოსვლას სჭირდებოდა, მიყვარხარ. Mariam Kublashvili მიყვარხარ. Zaza Gogotishvili. უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, “- წერს ნუცა ბუზალაძე.


.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, ნუცა ბუზალაძემ კიდევ ერთ რუსულ მუსიკალურ პროექტ “НУ КА, ВСЕ ВМЕСТЕ!” -ში იმღერა.

.

ქართველი მომღერსლი შესრულებულმა სიმღერამ “4 Non Blondes” – ალბომიდან მოწონება დაიმსახურა და ჟიურისგან 99 ქულა ერგო.

მუსუიკალური პროექტი ტელეკომპანია “РОССИЯ 1” -ის ეთერით 2020 წლის იანვარ-თებერვალში გადაიცემოდა.

.

.

.

* * *

.

რუსულ სცენაზე პოპულარობით არაერთი ქართველი მომღერალი სარგებლობს და შეიძლება ითქვას იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახეებიც კი არიან. მათ შორის არის მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც წლებია სწორედ რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული არტისტია.


თეონა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეხოტბე ნამდვილად არ არის და ხშირად აკრიტიკებს კიდეც მას, თუმცა ამის მიუხედავად ოკუპანტ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. როგორც გაირკვა, ამჯერად ერთმანეთის დამოუკიდებლად ორი მომღერალი აწყობს ინდივიდუალურ კონცერტებს.


რუსულ საიტზე www.redkassa.ru ქართველი მომღერლის კონცერტი დაანონსდა, რომელიც საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში 9 აპრილს გაიმართება.

ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი და მისი ფასი 1200 რუბლიდან 6000 რუბლამდე მერყეობს.

.

ქართულ მედიაში გახმაურდა თეონა კონტრიძის კონცერტი, თუმცა არაფერი დაწერილა კიდევ ერთი მომღერლის შესახებ, რომელიც თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა და არაერთი საღამო უკვე გამართა.

.


უკვე რამდენიმე კვირაა ლოლა წერეთელიც რუსეთში იმყოფება და საკონცერტო საღამოებს ხშირად აწყობს. როგორც ის სოციალურ ქსელში ამბობს, რუსეთის დედაქალაქში კიდევ სამი თვე დარჩება. ამ დროისთვის ის მოსკოვის ქართულ რესტორნებში მღერის.


„რა ვქნათ, ასეთია ცხოვრება, საქმეს ასე ჭირდება, ჯერჯერობით აქ უნდა ვიყო. რაღაც ხომ უნდა ვაკეთო და რაღაცით ვიარსებო. სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე დავრჩები აქ“ - ამბობს ლოლა წერეთელი ფეისბუქ ლაივებში.


იგი მასპინძლებით კმაყოფილია და ამბობს რომ ძალიან კარგ გარემოში მოხვდა.

0
662
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
662
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0