x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცოდით რომ.პასხალია ( პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად. ) იასამანი

imageამბობენ ღვთისმშობელმა იმ დღეს, როცა ქრისტე აწამეს დამწუხრებულმა და ნამტირალებმა მარტო გავლა გადაწყვიტა.
ერთერთი მცენარის ძირში ჩამოჯდა და ჩაეძინა თურმე.
ეს ხე-მცენარე არასოდეს იკეთებდა ყვავილს, მხოლოდ ფოთლებით იმოსებოდა.
ხალხი, მაინდამაინც არ აქცევდა დიდ ყურადღებას უნაყოფო და უყვავილო ხეს.
ხეს შეებრალა დედოფალი და გადაწყვიტა ღამის სიცივისგან თავისი ფოთლებით დაეფარა.
როცა უფლის დედამ გაიღვიძა, ხედავს ფოთლებშია გახვეული.
გაოცებულმა მიმოიხედა და გაშიშვლებული მცენარე დაინახა.
მიუახლოვდა და დალოცა
-ამიერიდან მარად იყვავილე და ადამიანები სასიამოვნო სურნელით დაატკბე.
შენი სახელი იქნება პასხალია ( პასხა აღდგომას ნიშნავს ბერძნულად. )
იასამანი, ანუ პასხალია არის აღდგომის სიმბოლო.
მისი ოჯახში ქონა არის ბედნიერების, იმედის, სიხარულის და უფლის დედის სიახლოვის გარანტია.
იმასაც ამბობენ ოჯახი, სადაც პასხალია -- იასამანი ჰყვავის ეშმაკი ვერ ეკარებაო.

2
257
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
257
  
2021, 20 აპრილი, 13:48
:)
2021, 20 აპრილი, 11:12
გავხსენი პოსტი და ასე მგონია ოთახში შემოიფრქვა იასამნის სურნელი
0 1 2