x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მოქმედებს თუ არა კორონავირუსი სპერმის ხარისხზე - არსენ გვენეტაძე გიორგი ფხაკაძის განცხადებაზე
image


„სასწრაფოდ გააკეთეთ ბავშვი, სანამ კოვიდი დაგემართებათ, მერე სპერმის ხარისხი იკარგება, დრო არ დაკარგოთ, “- ასე მიმართა საზოგადოებას ფეისბუკლაივის დროს, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგიმ ფხაკაძემ.

.

ამ ხმაურიან განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ბევრი ხუმრობით, ბევრი კი შიშით შეხვდა ფხაკაძის გამოთქმას. მის ამ ფრაზას უამრავი გაზიარება დდა კომენტარი მოჰყვა ფეისბუქში. რამდენად შეესაბამება სიმართლეს აღნიშნული განცხადება, ამის გასარკვევად რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგ არსენ გვენეტაძეს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ.


.

როგორც არსენ გვენეტაძე მედიასთან საუბრისას ამბობს, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდოლოგიური კლინიკა მაღალი დონის ექსპერტული კლინიკაა, შესაბამისად, მუდმივი კავშირი აქვს ასოციაციებთან და ჯერჯერობით მსგავსი ტიპის კვლევები, მტკიცებულების სახით, არავის გამოუგზავნია.

.

„ოფიციალური კვლევა, რომლითაც ეს დასტურდება ჯერ არ არსებობს, არც რაიმე სახის კვლევას მოუღწევია ჩემამდე. თუმცა, დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით 90%-ით ჯერ ეს მტკიცებულება არსად გამოქვეყნებულა. კორონავირუსი, რომ სპერმის ხარისხზე მოქმედებდეს ეს ინფორმაცია ჩვენამდე აუცილებლად მოაღწევდა და ძალიან სწრაფადაც გავრცელდებოდა. საზოგადოების ზედმეტი დაშინება ვფიქრობ, არ უნდა იყოს სასარგებლო და კეთილი საქმე“ - ამბობს გვენეტაძე

0
374
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
374
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0