x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მნიშვნელოვანი სიახლე ფეხბურთში: შეიქმნა ახალი სუპერლიგა 12 წამყვანი ევროპული გუნდისგან
image

თორმეტმა ევროპულმა საფეხბურთო კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა სუპერლიგის შექმნის შესახებ. პრესრელიზში ნათქვამია, რომ სპორტული საზოგადოების რეზიდენტთა რიცხვში შევიდა 6 ბრიტანული, 3 ესპანური და 3 იტალიური გინდი. ესენია მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, ლივერპული, ჩელსი, არსენალი, ბარსელონა, ატლეტიკო, რეალი მადრიდი, მილანი, ინტერი და იუვენტუსი .


"დღეს ევროპის თორმეტი წამყვანი კლუბი ერთობლივად შეთანხმდნენ ახალი ტურნირის - სუპერლიგის შექმნაზე. მატჩები ჩატარდება შუა კვირაში, ტურნირს უხელმძღვანელებენ კლუბების დამფუძნებლები. პირველი სეზონის დაწყებამდე, მათ რიგებს კიდევ სამი კლუბი შეუერთდება. ტურნირი უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს ", - ნათქვამია პრესრელიზში.

image



სუპერლიგის ხელმძღვანელი გახდა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ტურნირის ვიცე-პრეზიდენტები არიან- ანდრეა აგნელი (იუვენტუსი) და ჯოელ გლეიზერი (მანჩესტერ იუნაიტედი). სუპერ ლიგის დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ იპოვიან კონსენსუსს "უეფა"-სთან და ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIFA). ისინი მოუთმენლად ელიან თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, რათა უზრუნველყონ პერსპექტივები როგორც ახალი ტურნირისთვის, ასევე ფეხბურთისთვის.


გეგმის მიხედვით, სუპერლიგაში 20 კლუბი უნდა იყოს - 10 გუნდისგან შემდგარი 2 ჯგუფი. თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო სამი გუნდი ავტომატურად გადავა მეოთხედფინალში. მეოთხე და მეხუთე გუნდები ითამაშებენ პლეი-ოფს კიდევ ორი ​​მეოთხედფინალისტის გამოსავლენად.

მეოთხედფინალი და ნახევარფინალი ორი მატჩისგან შედგება, ხოლო ფინალი მაისის ბოლოს ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. როგორც კი გაერკვევიან და შეეჩვევიან მამაკაცთა სუპერლიგის ფორმატს, ორგანიზატორები იმავე პრინციპით შექმნიან ქალთა კლუბების ვერსიას.



პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ საინვესტიციო გეგმების გამყარებისთვის დამფუძნებელი კლუბები მიიღებენ დაახლოებით 3, 5 მილიარდ ევროს .დამფუძნებლებს იმედი აქვთ, რომ სუპერლიგა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიმდინარე ევროპული შეჯიბრებებიდან მიღებულ შემოსავალს.



ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირი, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ფედერაციების ხელმძღვანელობა და ამ ქვეყნების ჩემპიონატები უკმაყოფილონი არიან სუპერლიგის შექმნით. უეფამ უკვე უპასუხა, რომ ახალ ტურნირში შესულ კლუბებს სამაგიეროდ დიდი პრობლემები შეექმნებათ. დანამდვილებით ცნობილია, რომ დორტმუნდის "ბორუსიამ", მიუნხენის "ბაიერნმა" და "პსჟ"-მ ახალი ლიგის შექმნას მხარი არ დაუჭირეს.

1
50
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
2021, 19 აპრილი, 10:54
ჯერ არ არის ცნობილი არაა არაჩანდა :)
0 1 1