x
image
ირინა მ.
ჩინეთის (მსოფლიოში უდიდესი) კაშხალი-სახიფათოა და ნამდვილად კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება?(ვიდეოც)
image

კაშხალი "სამი ხეობა", ჩინურ პროვინციაში, ჰუბეიში 2003 წელს აშენდა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი 2013 წელს დაიწყო. ის მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰიდროელექტროსადგურად ითვლება.

image

პროექტი 1994 წელს ჩაუშვეს, როცა ჩინეთი ელექტროენერგიის წარმოების უფრო ეკოლოგიურ და ეფექტურ მეთოდს ეძებდა გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ასევე ქვეყნის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ამ კაშხლის მშენებლობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა. მდინარე იანძის ადიდების დროს მილიონობით ადამიანი ზარალდებოდა წყალდიდობებით, განსაკუთრებით წვიმების სეზონის პერიოდში. ჰესი მართალია, ჰუბეის პროვინციის მაცხოვრებლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აშენდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მან არამარტო სიტუაცია გაართულა, დედამიწის ბრუნვაც კი შეანელა.

image

როგორ შესძლო კაშხალმა დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შენელება?

"სამი ხეობა" დაპროექტებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გარდა ამისა, გამოყენებულ იქნა უახლესი, მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტის მქონე ჰიდროტურბინები. კონსტრუქცია ისეა გათვლილი, რომ კაშხალი იტევს 39 მილიარდ ტონა წყალს, ამასთან, მდინარე ზღვის დონიდან 175 მეტრით ზემოთ იწევს. ასეთი დიდი რაოდენობის წყალი ქმნის ეფექტს სახელწოდებით "ინერციის მომენტი". წყლის უზარმაზარი მასის გამო, რომელიც კაშხალს გაივლის, დედამიწა ბრუნვისას ცოტაოდენ იმპულსს კარგავს. ნასას შეფასებით, მან დედამიწის ბრუნვის სიჩქარე 0, 06 მიკროსეკუნდით შეანელა. ჩვენი პლანეტის ბრუნვის სიჩქარეზე ზემოქმედებენ აგრეთვე სხვა ფაქტორებიც: მთვარე, მიწისძვრები და კლიმატის ცვლილებებიც კი. რაც ყველაზე საინტერესოა, დედამიწის ბრუნვის სიჩქარემ თავის მხრივ დროზე იმოქმედა: ყოველ ხუთ წელიწადში დღის ხანგრძლივობა იმატებს ერთი მილისეკუნდით. ასე რომ, მომავალში დღემ შეიძლება რამდენიმე საათით მოიმატოს. მშენებლობამ ჩრდილოეთ პოლუსის 2 სანტიმეტრით გადანაცვლებაც გამოიწვია.

image

ღირდა კი ამად კაშხალი?

იმ დროისთვის, ეს ჩინეთის ყველაზე მსხვილი ინვესტიცია იყო ასეთი მასშტაბის პროექტის ჩარჩოებში. კაშხლის საერთო ღირებულებამ 28 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა მშენებლობის უზარმაზარი ხარჯებისა, შეკავებული წყლის დიდი რაოდენობის გამო, კაშხალმა ჩინეთის დასავლეთ რეგიონში მიწისძვრების პროვოცირება მოახდინა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ რეგიონიდან საჭირო გახდა 1, 3 მილიონი ადამიანის გადასახლება, რადგანაც მიწისძვრები არასტაბილური იყო. გარდა იმისა, რომ ხალხს სამშობლოს დატოვება მოუხდა, ჰესის მშენებლობამ გაანადგურა ისტორიული ძეგლები, ეკოლგია, სხვადასხვა ცხოველების ეკოსისტემა, რომლებიც ახლა გაქრობის პირასაა. გარდა ამისა, ჰესმა ფაქტიურად ჩაძირა სამი დიდი ქალაქი, 114 პატარა ქალაქი და 1680 სოფელი. ხელისუფლება დიდი მონდომებით ახშობდა "სამი ხეობის" კაშხლის მშენებლობის საწინააღმდეგო ყველა პროტესტს. საფრანგეთის კაშხლის კატასტროფა

image


image

ამგვარად, "სამი ხეობის" კაშხალმა ჩინეთის ხალხს ზიანი უფრო მეტი მოუტანა, ვიდრე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ ის საინჟინრო საოცრებად ითვლება, დიდია ეჭვი იმისა, რომ იგი ნამდვილად კაცობრიობის კეთილდღეობას ემსახურება.

2020 წლის ივლისში, ქსელში გაჩნდა ვიდეოსიმულაცია: "სამი ხეობის" შესაძლო რღვევის შემთხვევაში (ჩინეთში ერთი წლის წინ დიდი რაოდენობით წვიმებმა მდინარე იანძის წყლის დონის მომატება გამოიწვია), თუ წყალი კაშხალს გაარღვევდა, მაშინ მისალოდნელი ცუნამი მდინარე იანძიზე ფაქტიურად ქალაქ შანხაიმდე ჩააღწევდა, დაიტბორებოდა 360 მილიონი ადამიანით დასახლებული ტერიტორია.





იხილეთ სხვა სტატიებიც:





სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image


მეცნიერები მთვარეზე დედამიწის მილიონობით ორგანიზმების დნმ-ის სარეზერვო საცავის მშენებლობას გეგმავენ

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image









0
781
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
781