x
image
ლანა92
"პირველ რიგში გოლფის ბურთებს მიხედეთ!!!" - ცხოვრება, როგორც "ქილა და 2 ჭიქა ყავა"

image












ოდესაც ცხოვრება ძალიან გართულდება, არაფრის დრო არ რჩება და გამოსავალიც თითქოს არ ჩანს, გაიხსენეთ ქილისა და ორი ჭიქა ყავის ამბავი.

ფილოსოფიის პროფესორი სტუდენტების წინაშე იდგა და მაგიდაზე რაღაცები ეწყო.

როდესაც ლექცია დაიწყო, უსიტყვოდ აიღო დიდი ცარიელი ქილა და გაავსო გოლფის ბურთებით.

მერე სტუდენტებს ჰკითხა: "სავსეა თუ არა ქილა?". ერთხმად გადაწყდა, რომ სავსეა.

პროფესორმა ახლა პატარა კენჭები აიღო და ქილაში ჩაყარა, ქილა გაანჯღრია, რომ კენჭებს გოლფის ბურთებს შორის დარჩენილი ადგილები შეევსოთ.

ისევ ჰკითხა სტუდენტებს: "სავსეა თუ არა ქილა?". ისევ ყველა დაეთანხმა, რომ სავსეა.

შემდგომ ქვიშა აიღო და ქილაში ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი ადგილიც შეავსო.

კიდევ ერთხელ იკითხა და ქილა ისევ სავსე აღმოჩნდა, სტუდენტების აზრით.

ბოლოს პროფესორმა ორი ჭიქა ყავა აიღო მაგიდიდან და ქილაში ჩაასხა. ყავამ დარჩენილი ადგილიც შეავსო. სტუდენტებმა გაიცინეს.

"-ახლა, - თქვა პროფესორმა, როცა სიცილი ჩაწყნარდა - მინდა, გაიაზროთ, რომ ეს ქილა თქვენი ცხოვრებაა. გოლფის ბურთები ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცებია: ღმერთი, ოჯახი, შვილები, ჯანმრთელობა და საყვარელი საქმეები. ეს ისაა, რასაც სხვა ყველაფრის გარეშე შეუძლია თქვენი ცხოვრების ავსება. კენჭები სხვა მნიშვნელოვანი საქმეებია: სამსახური, სახლი, მანქანა. ქვიშა არის ყველაფერი დანარჩენი - წვრილმანები.

- ქილას თუ ქვიშით გაავსებთ, მასში კენჭებისა და გოლფების ბურთების ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაც. თუ მთელ დროსა და ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცებისათვის აღარაფერი დაგრჩებათ.

- ასე რომ ... მიაქციეთ ყურადღება მნიშვნელოვან რამეებს. გაძლიერდით რწმენაში, ოჯახთან ერთად. ეთამაშეთ ბავშვებს, დაპატიჟეთ საყვარელი ადამიანი სადილად. დრო გაატარეთ საყვარელ მეგობრებთან ერთად. მაინც ყოველთვის დაგრჩებათ დრო, რომ სახლი დაალაგოთ და საქმეები მოაგვაროთ. პირველ რიგში გოლფის ბურთებს მიხედეთ - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. განსაზღვრეთ პრიორიტეტები. დანარჩენი ქვიშაა. ერთ-ერთმა სტუდენტმა ხელი ასწია და იკითხა, ყავა რას განასახიერებდა. პროფესორმა გაიცინა და უპასუხა: " - კარგია, რომ მკითხეთ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ, რაც უნდა სრული ცხოვრება გქონდეთ, ყოველთვის მოინახება ადგილი მეგობართან ერთად თითო ჭიქა ყავის დასალევად".

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0