x
image
თუთიკო ბერძენა
დაკარგული სახარება - უძველესი ხელნაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ იესომ ცოლად შეირთო მარიამ მაგდალინელი და შეეძინა შვილები
პროფესორი ბარი ვილსონი სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს:


image/მარია მაგდალინელი/


"ჩვენ აღმოვაჩინეთ უძველესი დამწერლობის ატრეფაქტი, რომელიც დაფარული მნიშვნელობით არის დაშიფრული. მისი დეკოდირების პროცესში, ჩვენ ვმოგზაურობთ ამ იდუმალი ტექსტის სამყაროში. ეს არის ის, რისიც ვატიკანს ეშინოდა! ის, რაშიც დენ ბრაუნს მხოლოდ ეჭვი ეპარებოდა - ახდა. ახლა წერილობითი მტკიცებულებები არსებობს, რომ იესო დაქორწინებული იყო მარიამ მაგდალინელიზე და რომ მათ ჰყავდათ შვილები.

ახლა ჩვენ ვიცით, თუ როგორ გამოიყურებოდა იესოს ცხოვრება ორიგინალში. ჩვენ ჯვარცმის პროცესის საიდუმლოც გავხსენით, ასევე მოვლენები და მასში მონაწილე ადამიანები"


მსოფლიო საზოგადოება მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში არის საუკუნეების მტვრით დაფარული დოკუმენტი, რომელიც იესოს ცხოვრების დაკარგული წლების შესახებ გვაცნობს. მეცნიერები თვლიან, რომ იესო დაიბადა ძვ. წ. 5 – მდე და რომ იგი ჯვარცმულ იქნა დაახლოებით ახ. წ. 30 წელს. (ანუ იყო არა 33, არამედ 35 წლის?)

მაგრამ მის ბიოგრაფიაში უზარმაზარი ხარვეზია. ჩვენ იესოს შესახებ აბსოლუტურად არაფერი ვიცით, როცა ის იყო რვა დღის (წინადაცვეთა, ებრაული კანონის თანახმად) და ვიცით მხოლოდ მას სემდეგ, რაც ოცდაათი წლის გახდა. არსებობს ერთი გამონაკლისი. ლუკას სახარების თანახმად (2: 41–2: 51), როდესაც ის თორმეტი წლის იყო, იესო მშობლებთან ერთად გაემგზავრა იერუსალიმში პასექის აღსანიშნავად.

დანარჩენი 30 წლის განმავლობაში აბსოლუტური დუმილია.

ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი-ღმერთი კაცობრიობის ისტორიაში და მის შესახებ არაფერი ვიცით მანამ, სანამ არ დაიწყებს მის "მსახურებას" (ანუ საზოგადოებრივ აქტიურობას) ჯვარცმამდე მაქსიმუმ სამი წლით ადრე...

ფაქტია, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია იესოს ადრეული წლების შესახებ - მისი აღზრდის, მეგობრების, სკოლაში სწავლის ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობის შესახებ. ჩვენ არ ვიცით იესო, როგორც მოზრდილი ადამიანი. როგორ მოიპოვა მან ებრაული ბიბლიის ნაწერები? იმ დროის ძალიან პატარა სოფელში, ნაზარეთში, სინაგოგას ჰქონდა კანონის და წინასწარმეტყველთა გრაგნილები? ვინ იყვნენ მისი რელიგიური მასწავლებლები?

რამდენად კარგად ერკვეოდა ის ებრაულ ენაში, გარდა არამეულისა, რომელზეც ვიცით, რომ ლაპარაკობდა? ლაპარაკობდა ის ბერძნულად? ან ლათინურად? იესო მოულოდნელად გამოჩნდა 20-იანი წლების ბოლოს, ე. ი. იმ ეტაპზე, როდესაც აცხადებს "ღვთის სამეფოს" - ეს არის კაცობრიობის თვისებრივი გარდაქმნის დასაწყისი, რასაც წინასწარმეტყველებს ებრაული ბიბლია, რომელის თანახმადაც სამართლიანობა გამეფდება დედამიწაზე და ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა იქნება უნივერსალური.

დღეს ამ უამრავი ინფორმაციის ნაკადში, როცა აბსოლუტურად არასაჭირო სიახლეებს ვეცნობით, დაგვავიწყდა, რომ არსებობს ყველაფერზე მნიშვნელოვანი და არსებითი, ის, რაც ვატიკანსა და ბრიტანულ ბიბლიოთეკაში 2-3-მა მოკვდავმა იცის და ასაიდუმლოებს.

4
327
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
327
  
2021, 3 მაისი, 18:47
საერთოდ იესო წყაროებში პირველად გარდაცვალებიდან 150 წლის შემდეგაა მოხსენიებული..მანამდე სრული დუმილი პარალელი რომ გავავლოთ..წარმოიდგინეთ ილია ჭავჭავაზეზე არაფერი რომ არ ვიცოდეთ და მოულოდნელად 150 წლის შემდეგ გავიგოთ რომ ილია გვყოლია და მეორეც ქრისტეს საფლავს პოულობენ თითქმის 400 წლის შემდეგ!!!რასი 400 წელი კი არა ხშირად 50/70 წლის წინანდელ დასაფლავბულებს ვეღარ პოულობენ ...ნიკალას საფლავი 20 წლის შემდეგ ვეღარ იპოვეს ..დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ!
2021, 18 აპრილი, 22:30
საინტერესოა მართლა რას აკეთრბდა და როგორ ცხოვრობდა იესო მთელი იმ ხნის განმავლობაში, რომელიც სახარებაში არაა
2021, 17 აპრილი, 21:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 17 აპრილი, 20:17
არც ძველ აღქმაში, არც ახალში, არც თორაში, არც ყურანში არ წერია მსგავსი რამ.
ისტორიისათვის რამდენიმე წელი არაფერია, და ასეთი მკრეხელობა თითქოს იესომ მარიამ მაგდალინელი შეირთო უზარმაზარ ცოდვაში აგდებს ამ ჰიპოთეზის ავტორებს.
0 1 4