x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს... - საშინელი დარტყმების ქვეშ გვიწევს ცხოვრება" - ზანგური
image


მსახიობი ბესო ზანგური, მას შემდეგ რაც ყოფილმა ცოლმა ძალადობაში ამხილა, პოსტს აქვეყნებს, რომლითაც კოლეგებს მიმართავს. ზანგური წერს, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს, რის გამოც გულნატკენი და იმედგაცრუებულია.

.

„გაფაციცებით ელოდებოდა მთელი „ნაციონალური“ მანქანა და ჩემი უახლოესი, გულითადი მეგობრებიც, ღამის სამ საათამდე, სანამ ჩემი უდანაშაულობა მტკიცდებოდა 2 მიმართულებით ერთ-ერთ განყოფილებაში…


.

სადაც ყველა დეტალი და ფაქტი გავიარე ზემოდან დედა***ული „რუსთავი 2“-ის ჩვენების მიცემის ქვეშ… გვერდზე ოთახში „რუსთავი 2“ გადაღებული კადრებით წერდა, რომ დავეჭირე და მე აქ ვაძლევდი ჩვენებას… ბოლომდე არ მჯერა და მადლობა ძალებს, რომელთაც სიმართლის ძალა გამონახეს… მადლობა განგებას, რომ დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს…

.

მთელი ეს დღეები, მე და ჩემს ცოლს საშინელი დარტყმების ქვეშ გვიწევს ბავშვებისთვის იგივე, მშვიდი და მოსიყვარულე გარემოს შექმნა და ზურგი დაგვისისხლიანა ნასროლმა ისრებმა! არავინ, თუნდაც სიტყვით, არ ამხნევებდა ჩემს უღირსეულეს გოგოს, რომ გადაეტანა ეს ცილისწამება! მეგობართ, სტუდიაში ეტყობა ამცნეს, რომ დაკითხვააა და გაეხარდათ ზოგიერთ ვაი მეგობარს - დაჭერაში აგერიათ, პატარებო ! ასე არაა, დამიჭირო. გაგიმეოროთ ჩემი სახელი და გვარი? თქვენგან განსხვავებით, მხოლოდ ასოებისგან არ შედგება ჩემი პიროვნება!ხო, ეგონათ დამაკავეს და წერეს სტატუსები კაცმან, თუ ქალმან მოყვანილი ამა თუ იმ კლასიკოსით… არც რამიშვილმა აცხელა, ეგეც ვუდი ალენი არ მყავდესო და არც კოლეგებმა! კოჭლი ცხვარი არა, მაგრამ თეთრი ტრ**ის მნახველი არ ვარ, ეთნოგრაფიული ტრ**ით ხარ და რაში მჭირდებით ასეთი უტ**ები??

.

პატარები ხართ… გული მატკინეთ! მერამდენედ… სულ ტყუილად! განა არ იცით, რომ არ ვარ მოძალადე?არა, იცით მაგრამ….ქართველები ხართ და ხომ უნდა მომსპოთ, ეს სენია ქვეყნის! გიმეორებთ: თქვენ შეიძლება ამშალოთ, დამამსხვრიოთ, მაგრამ დაკვრას? ვერ ეღირსებით“, - წერს ბესო ზანგური.

.

ცნობისთვის, 12 აპრილს, გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა, 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი, ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.

.

ნინუცას ამ განცხადების საპასუხოდ, ყოფილმა ქმარმა, ბესო ზანგურმა თქვა, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა გადაცემაში ფულის სანაცვლოდ მოიტყუა და მას ძალადობაში ცილი დასწამა.


* * *


12 აპრილს გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილი ქმარი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა. ნინუცა გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ამბობს, რომ ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა არ სურს. თავის მხრივ, ბესო ზანგური ყოფილი ცოლის მონათხრობს ტყუილს უწოდებს. ამბობს, რომ მოძალადე არ ყოფილა და ნინუცამ ფულის გამო ცილი დასწამა.
უფრო კონკრეტულად კი ბესო ზანგურმა ნინუცა მაყაშვილის ბრალდებებს „ინფო რუსთავთან“ უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:
– ადასტურებთ ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?
– არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები. ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.
– რა მოხდა იმ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?
– დღემდე არ ვიცი, რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა… მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.
– მეუღლეზე ეჭვიანობდით?
– არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი, მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.
– რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?
– არა, არ გვიკამათია. მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.
– იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?
– არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?
– გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილაპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.
1
728
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
728
  
2021, 16 აპრილი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1