x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა - ნიკა გვარამიას ქვეყნიდან არ უშვებენ
image


ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პროკურატურა ავსტრიაში სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე უარს ეუბნება და ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.

.

„მოგეხსენებათ, ჩემი სამარცხვინოდ პოლიტიკური სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს და სრულიად გაურკვეველი მიზეზით, პროკურატურის თანხმობა მჭირდება ქვეყნის დასატოვებლად (ეს დამატებითი სანქცია ცალკე მტკიცებულებაა, რომ საქმე პოლიტიკურია).


.

სასწრაფოდ დამჭირდა ავსტრიაში წასვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო. რამდენიმე თვეა, ვცდილობ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, ამაოდ. ამიტომ დამჭირდა უცხოელი ექიმების ჩარევა. ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვახერხე და კოვიდით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ავსტრიელმა ექიმებმა ჩამინიშნეს აუცილებელი კვლევები, რომლებიც აქ, სამწუხაროდ, არ ტარდება.

.

ავსტრიელ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ ჩათვალეს, რომ მჭირდება „სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა“ (ციტატა მათი წერილიდან) და კონკრეტული კვლევები, სამედიცინო პროცედურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.

.

ამგვარი აუცილებლობის გამო, ავსტრიის სახელმწიფომ მომცა ქვეყანაში შესვლის სპეციალური საშვი. პროკურატურას წარვუდგინე ავსტრიელების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია და მივმართე მოთხოვნით, რომ მოეცათ თანხმობა, ერთი კვირით დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას აფერხებს და ცხადია, არც სადმე გაქცევას ვაპირებ.

.

სასიცოცხლოდ აუცილებელი კვლევების ჩატარებაზე პროკურატურისგან მივიღე უარი. დასაბუთება - არავითარი: მიმალვის საფრთხე.

სამედიცინო მომსახურება, როგორც აბსოლუტური აუცილებლობა არ მუშაობს და რა მუშაობს აბა, სიკვდილი, როგორც აბსოლუტური საჭიროება?“- წერს გვარამია.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0