x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"გეხვეწები არ გააკეთო ჩემი ტელეფონი,თორემ ცოლი მომკლავს"
image

Tiktok– ის მომხმარებელი sadam299 -ს, ანუ სადამ დულაიმი ფლობს სმარტფონების შემკეთებელ სახელოსნოს ლუიზიანაში, (აშშ)და არც თუ იშვიათად ამხიარეულებს მაყურებლებს უცნაური შეკვეთებით. მაგრამ აი უკანასკნელი შეკვეთა მართლაც სიურპრიზი გამოდგა, როგორც თავად სადამისთვის, ასევე მისი Tiktok–ის აბონენტებისთვის.


სადამმა დაზიანებულ ტელეფონს ხუფი მოხსნა, რა დროსაც ხელოსანს შიგნით უცნაური რამ დახვდა: მცირე წერილი და ფული-200 დოლარი. აი რა წერია წერილში:

image


"გთხოვთ, არ გააკეთოთ ჩემი ტელეფონი! თორემ ჩემი ცოლი უბრალოდ მომკლავს! 200 დოლარი შეინახეთ თქვენთვის. გმადლობთ! "

სადამმა ირონიული წარწერა გაუკეთა ვიდეოს:

"მიყვარს, როდესაც კლიენტები თავიანთ გოგოებს ღალატობენ"

image

მისმა ვიდეომ 13, 2 მილიონი ნახვა დააგროვა, აღშფოთებული მომხარებლები ასეთ კომენტარებს წერდნენ :

" ფული დაიტოვეთ, მაგრამ ტელეფონი გაუკეთეთ, რომ ნახოთ რატომაა ასე დაპანიკებული!"

"უკეთესი იქნება თუ გაუკეთებთ! ეს თხა სრულად იმსახურებს იმას, რაც მას სახლში ელოდება."


"აიღეთ ფული, გაკეთეთ ტელეფონი და შემდეგ კიდევ უფრო მეტი თანხა გამოძალეთ, მისი ცოლისთვის ამ წერილის ჩვენების მუქარით"


თუმცა ბევრი გამომწერი სადამს ურჩევს, არ ჩაერიოს კლიენტების პირად საქმეებში. მათი აზრით, აქ ხელოსანმა უნდა უზრუნველყოს ის მომსახურება, რისი შეკვეთაც მისცეს და რისთვისაც გადახდილია, ან უბრალოდ უარი თქვას შეკვეთზე.


0
250
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0