x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ამერიკელი სამხედროების შეცდომა, რასაც მათი ჯავშანმანქანა ""Humvee"-ის აფეთქება მოჰყვა

image
ომში საბრძოლო ტექნიკის აფეთქება არავის უკვირს და არც ეს სტატია დამიწერია ვინმეს გასაკვირვებლად.
ომი ომია და მას დანაკარგები მუდამ თან სდევს, თუმცა გააჩნია სად ან როგორ სიტუაციაში ხდება ტექნიკის ან ცოცხალი ძალის დანაკარგი. 2005 წელს ერაყში ამერიკული დაჯავშნული "Humvee"-ის ეკიპაჟი შეეცადა გზიდან გადაეგდო შუა გზაზე მიტოვებული მანქანა რაც თავის მხრივ ამერიკელების მხრიდან დიდი შეცდომა იყო.
"გაგანია" ომის დროს მოწინააღმდეგე, როგორც წესი ნაღმავს ყველაფერს რისი დანაღმვაც კი შესაძლებელია. ასეთ დროს იყენებენ ისევე, როგორც ქარხნული წარმოების ნაღმებს ასევე ხელნაკეთ მძლავრს ფუგასურ ნაღმებს, რომლებსაც რადიოტალღების სიგნალით აფეთქებენ საჭირო დროს. საჭირო დროში იგულისხმება სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ან ცოცხალი ძალის გადაადგილება ქვეითად ან სატვირთოებით ან სულაც დაჯავშნული მანქანებით.
ამ შემთხვევაში მანქანა, რომლის გადაგდება გზიდან შემოწმების გარეშე სცადეს ამერიკელებმა მძლავრი თვითნაკეთი ნაღმით აღმოჩნდა დანაღმული და როცა ამერიკელების სამხედრო ჯიპმა მისი გზიდან გადაგდება სცადა ნაღმი აამოქმედეს დისტანციური მოქმედების სიგნალით.
მეორე რაც გამიკვირდა ესაა ამერიკელი სამხედროების დაბნეულობა, ცეცხლსაქრობი საშუალებების გამოყენების ნაცვლად თავადაც ხედავთ თუ როგორ ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.
როგორც წესი დისტანციურად ასამოქმედებელი ნაღმების საწინააღმდეგოდ ამერიკელები მაშინაც იყენებდნენ ყველგანმავალ "Humvee"-ის წინა მხარეს დამონტაჟებულ მაღალი სიხშირის გენერატორებს, რომელიც ახდენს საკმაოდ შორი მანძილიდან დისტანციურად ასაფეთქებელი ნაღმების ამოქმედებას, გარდა ამისა იგივე მანქანებზე მონტაჟდება სიხშირული ხარვეზების შემქმნელი გენერატორი ანტენით, რომელიც გარკვეულ რადიუსში ახდენს ნებისმიერი სახის რადიოსიგნალის ბლოკირებას, შესაბამისად ტერორისტები ვერ ახორციელებენ დისტანციურად ასაფეთქებელი ნაღმის ან ნაღმების მოქმედებაში მოყვანას.
როგორც ჩანს აფეთქების სიმძლავრე არ იყო იმდენად ძლიერი ტერორისტების მანქანის დაშლის მერე ამერიკული დაჯავშნული მანქანა გაენადგურებინა.
კადრში კარგად ჩანს თუ როგორ ცლიან ამერიკელები საბრძოლო მანქანიდან საბრძოლო მასალას, დამატებითი ავზებით საწვავს და მანქანის სახურავზე მდგარ ტყვიამფრქვევსაც კი.

0
165
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165