x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ყველაზე სახიფათო განგსტერი ქალი კრიმინალურ სამყაროში

image

ხშირად, როდესაც საქმე კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერებს ეხება, ჩვეულებრივ, უსიამოვნო და საშიში მამაკაცი კი წარმოგვიდგება თვალწინ, კოსტიუმში გამოწყობილი. მაგრამ ვინ იფიქრებს, რომ ხშირად ბანდების ორგანიზატორები ვინმეს დედები ან ცოლები არიან?


1. ტელმა რაიტი (Thelma Wright)

ტელმა რაიტის ქმარი “დიდი ბოსი" იყო ფილადელფიაში ნარკობიზნესის სფეროში. ის 1986 წელს მოკლეს. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იყოვეს, ხალიჩასი გახვეული. ქმრის მკვლელობის შემდეგ, ტელმამ აიღო საკუთარ თავზე საოჯახო ბიზნესი და ნარკოკარტელის ლიდერი გახდა. ის უზრუნველყოფდა ნარკოტიკების გადატანას ლოს ანკელესიდან ფილადელფიაში. 1991 წელს ტელმა სროლაში მოყვა და ალბათ ეს გახდა ბოლო წვეთი, რომ კრიმინალური საქმიანობა მიეტოვებინა.

image


2. კლაუდია ოჩოა ფელიქსი (Claudia Ochoa Felix)

კლაუდია ოჩოა ფელიქს გარკვეულ წრეებში ფართოდ არის ცნობილი, როგორც "კრიმინალური დაჯგუფების კიმ კარდაშიანი". მან ასეთი მეტსახელი მიიღო იმიჯის წყალობით, რომელიც ინსტაგრამის ფოტოებიდანაც ჩანს. 2014 წელს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის მექსიკური ბანდის Los Ántrax– ის ახალი ხელმძღვანელი გახდა, ბანდა ცნობილია თავისი არაადამიანური მკვლელობებით. ფელიქსი ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც მისი შეყვარებული და ამ ბანდის ლიდერი ელ ჩინო დააკავეს მკვლელობების გამო.

image


3. სანდრა ავილა ბელტრანი (Sandra Ávila Beltrán)

ცნობილი სანდრა ავილა ბელტრანი დაიბადა 1960 წლის 11 ოქტომბერს. ქალი მექსიკური ნარკოკარტელის ხელმძღვანელი გახდა და მეტსახელად"წყნარი ოკეანის დედოფალი" მიიღო. სანდრა ორჯერ იყო დაქორწინებული და მისი ორივე მეუღლე პოლიციის თანამშრომელი გახლდათ, მათ თავიანთი სამსახური ნარკობიზნესის გამო მიატოვეს. ორივე მათგანი დაქირავებულმა მკვლელებმა მოკლეს. ბელტრანი საკმაოდ ჭკვიანი იყო და თავის კვალს არ ტოვებდა. 2002 წელს მისი ვილი გაიტაცეს ფულით გამოსყიდვის მიზნით, სანაცვლოდ გამტაცებლებმა 5 000 000 დოლარი მოითხოვეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პოლციამ ცალკე გამოძიება. 2007 წელს მას ბრალი დასდეს ორგანიზებულ დანაშაულში და ნარკოტიკებით ვაჭრობაში. იმისდა მიუხედავად, რომ ბრალდებები მოიხსნა, მაინც ადანაშაულებენ იარაღის უკანონო შენახვისთვის და ფულის გათეთრებისთვის. დაკითხვის დროს სანდრამ თავი უბრალო დიასახლისად წარადგინა, რომელიც ფულს ტანსაცმლის გაყიდვით შოულობს. ის დღემდე ციხეშია.

image


4. ჯუდი მორანი (Judy Moran)

ჯუდი მორანი დაიბადა 1944 წლის 18 დეკემბერს. ის მორანების ოჯახის გამორჩეული ხელმძღვანელია, ცნობილი კრიმინალების ჯგუფი მელბურნიდან, ავსტრალია. მორანების ოჯახმა დიდება ჯერ კიდევ ნარკორეალიზაციის დროს მოიპოვა. ჯუდის პირველი ქმარი, ლესლი "ჯონი" კოული, 1982 წელს სროლის დროს მოკლეს, ხოლო მისი ვაჟი მარკ კოული 2000 წელს გამოასალმეს სიცოცხლეს. მოგვიანებით ქალი ლუის მორანზე დაქორწინდა, მათ შეეძინათ ვაჟი ჯეისონ მორანი, რომელიც 2003 წელს დახვრიტეს. დე მორანი, მისი ქმრის ძმა, მოკლეს 2009 წლის ივნისში. ამის შემდეგ თავად ჯუდი და მისი სამი თანამზრახველი დააკავეს. სანამ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, უცნობმა თავდამსხმელებმა მორანის სახლი გადაწვეს, ქალს კი 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

image

5. მარია ლეონი (Maria Leon)

მარია ლეონს საკმაოდ შთმბეჭდავი კრიმინალური ისტორია აქვს. მაშინაც კი, როდესაც ქალს 13 შვილი ჰყავდა, ეწეოდა კრიმინალურ საქმიანობებს, ის იყო ბანდის ლიდერი, რომლის ძირითთადი საქმიანობა გახლდათ ნარკოტიკების გადაზიდვა, შეკვეთილი მკვლელობები, ტრეფიკინგი. ამის გარდა, მას მხარს უჭერდა მექსიკური მაფიაც, სწორედ ამის გამო მიენიჭა ქალს ლოს ანჯელესის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო განგსტერის სტატუსი.

2008 წელს მისი შვილი დენი პოლიციელებთან სროლის შედეგად დაიღუპა. იმ პერიოდში მარია მექსიკაში იმალებოდა, მაგრამ შვილის დაკრძალვისთვის აშშ-ში ჩასვლა მაინც გადაწყვიტა. ამისატვის არალეგალური მარშრუტი გამოიყენა. პოლციიელები იმ პერიოდისტვის უვე უთვალთვალებდნენ მარიას თანამზრახველებს, ამიტომ ქალის დაჭერა არ გაჭირვებიათ.

image


6. მარია ლიჩარდი (Maria Licciardi)

მარია ლიჩარდი 1951 წლის 24 მარტს დაიბადა. ის ლიჩარდების კლანის ყოფილი ლიდერია, რომელიც ნეაპოლის ჩრდილოეთ ნაწილში “ბატონობდა". მის გამოჩენამდე კლანი არ საქმიანობდა სექს-ინდუსტრიით. სათავეში მოხვედრის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. მისი ბანდის წევრები არასრულწლოვან გოგონებს ყიდულობდნენ ალბანური მაფიისგან სულ რაღაც 2000 დოლარად. გოგონებს სამსახურს სთავაზობდნენ სხვა ქვეყანასი, შედეგად კი ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებოდნენ, ნამდვილ მონობაში, ვინც წინაარმდეგობას გაუწევდა, კლავდნენ. მარია 2001 წელს დააკავეს და დღემდე ციხეშია.

image


7. როზეტა კუტოლო (Rosetta Cutolo)

1937 წელს დაბადებული როზეტ კუტოლო ცნობილია როგორც განთქმული დამნაშავის და ასევე კრიმინალური დაჯგუფების uova Camorra Organizzata რაფაელ კუტოლოს და. ვინაიდან და რადგანაც მისმა ძმამ დიდი ხანი გაატარა ციხეში, მას მოუწია ბანდისთვის ინსტრუქციების მიცემა და ბიზნესის ხელმძღვანელობა. გარკვეული დროის შემდეგ როზეტი ფაქტობრივად ლიდერი გახდა ძმის დაჯგუფებაში. რეზიდენციად ქალმა XVI საუკუნის სასახლე Castello Mediceo აირჩია, რომელსაც 365 ოთახი ჰქონდა, ჩოგბურთის მოედანი და აუზი. 80 იან წლებში მან პოლიციის განყოფილების აფეთქების ბრძანება გასცა. ამას მოჰყვა მისის სასახლის დარბევა და საბოლოოდ 10 წელი დევნაში გაატარა. 1993 წელს ქალი პოლიციას დანებდა იმ მიზეზით, რომ გაქცევაში ყოფნა მობეზრდა.

image


8. ჯემეკერ ტომპსონი (Jemeker Thompson)

ჯემეკერ ტომპსონი მეტსახელად “დედოფალი პინი" კრიმინალის სამყაროში ძალიან ღატაკი გარემოდან მოხვდა, რამაც აიძულა, ყველაფერზე წასულიყო, ისევ რამის საწიროება რომ არ ეგრძნო. ქმართან, ენტონი მოზლისთან ერთად დაიწყო ძალიან დიდი რაოდენობის კრეკით ვაჭრობა. შემდგომში მან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნარკოვაჭრობის ქსელი შემქნა ლოს ანჯელესის 80-იან წლებში. რამდენიმემ წლის შემდეგ მოზლი ჩაცხრილეს, ქალმა კი ქმრის გარეშე გააგრძელა ბიზნესი. ახალმა დილერმა ქალი პოლიციასი ჩაუშვა და გაქცევა მოუწია, 5 წლის შემდეგ ლოს ანჯელესში დაბრუნდა, სადაც დააკავეს და 15 წლით გაუშვეს მკაცრი რეჟიმის ციხეში.

image

9. რაფაელა დალტარიო (Raffaella D’Alterio)

რაფაელა დალტარიო, იგივე “დიდი კნუტი" ნეაპოლიც ამორის ახალი ბოსი გახდა მას შემდეგ, რაც ქმარი ნიკოლა პიანესე მოკლეს. ქალი 2012 წელს დააკავეს იტალიის ჯარისკაცების რეიდის დროს სხვა 65 თანამზრახველთან ერთად. ქალს ნაღდი ფული 10 000 000 დოლარი აღმოაცნდა, ასევე გაარკვიეს, რომ მისი ბანდა ბოლო 30 წლის განმავლობაში 4000 ზე მეტ მკვლელობაში იყო გარეული, ასეე ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის შენახვაში.

image


10. ანა გრისტინა (Anna Gristina)

2012 წლის სექტემბერში მედიის თითქმის ყველა მთავარი სათაური იყო ანა გრისტინას სახელი, ქალი დააპატიმრეს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მონაწილეობდა ტრეფიკინგში. სასამართლო პროცესის განმავლობაში, მან სცადა თავისი დანაშაულის უარყოფა, ამტკიცებდა, რომ ის მხოლოდ გაცნობის სერვისს აწარმოებდა და სულაც არ ჰქონდა ბორდელი. მას მიესაჯა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წელი პირობითი სასჯელი. როგორც გაირკვა, მან მთელი დროის განმავლობაში 10 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

image




















0
371
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0