x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პორნოფილმებში თამაშმა ცხოვრება დამინგრია
image

ლანა როუდსი წუწუნებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგაც ადამიანები მას მხოლოდ პორნო მსახიობად აღიქვამენ. აბა რას ელოდა?

გარკვეულ წრეებში ცნობილმა პორნომსახიობმა ლანა როუდსმა, (Lana Rhoades)და იჩივლა, რომ პორნო ინდუსტრიაში მისმა ხანმოკლე მოღვაწეობამ დეპრესია და სუიციდისკენ მიდრეკილება გამოიწვია. Daily Star-ის ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდა გოგონამ ინტერვიუში პორნო ინდუსტრიის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა, რამაც მთლიანად დაუნგრია მომავალი ცხოვრება.

image


ამარა მეიპლმა (ესაა გოგონას ნამდვილი სახელი) თქვა, რომ 12 წლის ასაკიდან იგი შესქეროდა Playboy-ს ვარსკვლავებს და პორნომსახიობობაზე ოცნებობდა.

image

გოგონას რთული ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ ის ცდილობდა რაც შეიძლება მალე გაქცეულიყო სახლიდან. "მაგრამ პორნოინდუსტრიის საშიშროება არის ის, რომ ჩემისთანა ახალგაზრდა გოგონები მხოლოდ მის ლამაზ მხარეს ხედავენ", - აღიარა ლანამ.

image

მისი ოცნება მაშინვე არ ასრულდა.ჯერ სტრიპტიზიორად იმუშავა ჩიკაგოში და გამოცდილების მიღების შემდეგ, ლოს-ანჯელესის დასაპყრობად წავიდა.

მაგრამ სინამდვილეში კარიერა არც ისეთი "ვარდისფერი" აღმოჩნდა, როგორც წარმოედგინა. ლანამ გააფრთხილა აგენტები, რომ მას სურდა ექსკლუზიურად მხოლოდ გოგონებთან "მუშაობა". მაგრამ რეჟისორები თანდათანობით აიძულებდნენ ემუშავა ბიჭებთან, რა დროსაც ფილმებში ბიჭები სულ უფრო მეტნი იყვნენ და ასაკშიდაც მატულობდნენ.

image

"აგენტები ჩემზე ზეწოლას ახდენდნენ და მაიძულებდნენ უფრო მეტი მეთამაშა და ნაკლები ფული გადაეხადათ. რადგან ეს მათთვის უფრო მომგებიანი იყო. მამაკცები, რომლებიც 40 – დან 60 წლამდე არიან, ფიქრობენ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა მოაწონონ თავი რეჟისორებს. მათ იციან, როგორ მოახდინონ ახალგაზრდა გოგოებზე მანიპულირება ”, - ამბობს ყოფილი პორნომსახიობი.

image

ამაჟამად გოგონა პოპულარული ბლოგერია (ინსტაგრამზე 14, 8 მილიონი გამომწერი ჰყავს), მას აქვს საკუთარი ბიზნესიმპერია, ორი სასახლე და ძვირადღირებული მანქანა. მაგრამ ეს მას არ ახარებს და დეპრესიის დასაძლევად ფსიქოთერაპევტს სტუმრობს. სადაც არ უნდა წავიდეს იგი, აბსოლუტურად ყველა ადამიანი მასში ხედავს მხოლოდ პორნომსახიობს და არა წარმატებულ ბიზნესმენ ქალს.
image

1
257
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
2021, 16 აპრილი, 5:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1